მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დარწმუნებულია რომ სერიალით „ქერჩი - დაკარგული გმირები" მაყურებელი ძალიან დაინტერესდება, რადგან ეს ის თემაა, რომელზედაც აქამდე არაფერი გადაუღიათ და რომელიც განსჯის საგანი დიდხანს იქნება.
26 ნოემბრიდან, საქართველოს კინოთეატრებში მაყურებელი „GDS"-ის ახალ პროექტს, სერიალ „ქერჩი - დაკარგული გმირების" ორ ეპიზოდს ფილმად პირველად იხილავს.
„ქერჩის" რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილია და მასში ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი არაერთი მსახიობი მონაწილეობს.
„ბახალა" და გიორგი ყიფშიძე ბავშვობიდან ერთად გაზრდილი ქურთი ბიძაშვილების როლებს ასრულებენ. ისინი ყაჩაღები არიან და მათ დასჯის მიზნით ფრონტის წინა ხაზზე აგზავნიან, სადაც გერმანელების ტყვეობაში ხვდებიან...
ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება.
დღეს, „კავეა აიმაქსში" „ქერჩი - დაკარგული გმირების" დახურული ჩვენება გაიმართება , 2 დეკემბრიდან კი „ქერჩი" სეზონს გახსნის „GDS"-ზე, ანუ იქ, სადაც სივრცე არის უფრო საინტერესო, ვიდრე ტელევიზია.