reportiori.ge - კონფუცის ცხოვრებისეული გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:08
სხვადასხვა
კონფუცის ცხოვრებისეული გამონათქვამები
ავტორი:
26 ნოემბერი, 2015. 11:40


1. ყველაფერს აქვს თავისი მშვენიერება, მაგრამ ყველა ვერ ხედავს მას.


2. მას, ვისაც ყველაფერზე აქვს პასუხი, ჯერ ყველა კითხვა არ დაუსვამს.


3. ჭკვიანი კაცი საკუთარ თავში პოულობს იმას, რასაც სულელი სხვებში ეძებს.


4.მხოლოდ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ბრიყვი ადამიანები არ იცვლებიან არასდროს.


5. ცხოვრება მარტივი იქნებოდა, ჩვენვე რომ არ ვართულებდეთ.


6. დუმილი ნამდვილი მეგობარია, რომელიც არასდროს გღალატობს.


7. ადამიანი, რომელიც მთებს ძრავს, პატარა ქვებით იწყებს.


8. ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან.


9. ადამიანი, რომელიც შეკითხვას სვამს, იმ წამს შეიძლება ბრიყვად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ვინც არ სვამს, მთელი ცხოვრება ბრიყვია.


10. შეისწავლე წარსული, თუ გსურს, განსაზღვრო მომავალი.


11. როდესაც ხვდები, რომ მიზანს ვერ აღწევ, ნუ შეცვლი მიზნებს, შეცვალე ნაბიჯები.


12. დაივიწყე ჭრილობები, მაგრამ ნუ დაივიწყებ სიკეთეს.


13. როდესაც კარგ ადამიანს ნახავთ, იფიქრეთ, როგორ შეიძლება, დაემსგავსოთ მას. და როდესაც ვინმეში ცუდ თვისებას აღმოაჩენთ, გულდაგულ გამოიკვლიეთ საკუთარი თავი, რომ თქვენც არაფერი აღმოგაჩნდეთ მისი მსგავსი.


14. კარგად მართულ ქვეყანაში სიღარიბე სირცხვილად ითვლება. ცუდად მართულ სახელმწიფოში კი სიმდიდრეა საძრახისი.


15. დააფასეთ საკუთარი თავი და სხვებიც დაგაფასებენ.


16. იმისათვის, რომ მსოფლიო წესრიგში მოიყვანოთ,საჭიროა, ქვეყანა მოაწესრიგოთ. ქვეყანა მწყობრში რომ ჩააყენოთ, საჭიროა, ოჯახებში იყო წესრიგი. ოჯახში რომ წესრიგი იყოს, საჭიროა, საკუთარ თავებს მივხედოთ, საკუთარ პიროვნულ განვითარებაზე ვიზრუნოთ - მივცეთ ჩვენს გულს სწორი მიმართულება.


17. იცოდე, რა იცი და იცოდე, რა არ იცი - ესაა ნამდვილი ცოდნა.


18. ღირსეული კაცი სიკეთეზე ფიქრობს, ჩვეულებრივი ადამიანი კი - კომფორტზე.


19. მიეცით ადამიანს ბრინჯი ჯამით  და ერთი დღით დააპურებთ. ასწავლეთ ბრინჯის მოყვანა და მთელი ცხოვრების მანძილზე გამოკვებავთ.


20. გაბზარული ბრიალიანტი სჯობს უბზარო ქვას.



წყარო: 4motivi.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016