reportiori.ge - ბოლო ათწლეულის საუკეთესო იდეა: მოხუცთა თავშესაფარი საბავშვო ბაღს გაუერთიანეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:08
მსოფლიო
ბოლო ათწლეულის საუკეთესო იდეა: მოხუცთა თავშესაფარი საბავშვო ბაღს გაუერთიანეს!
ავტორი:
26 ნოემბერი, 2015. 17:19


საუბარია ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლის დაწესებულებაზე - „Providence Mount St. Vincent"-ზე, სადაც ერთ ჭერქვეშ განათავსეს საბავშვო ბაღი და მოხუცთა თავშესაფარი. ამრიგად, იქ ყოფნა ერთდროულად სასიამოვნოცაა და სასარგებლოც.


ბავშვებს ბევრი მოსიყვარულე ბებია და ბაბუა გაუჩნდათ, მათთან ურთიერთობაში ბევრ რამეს სწავლობენ, ხანშიშესულებს კი პატარებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს და სიცოცხლის ხალისს მატებს.


ამ სახლში 400 მოხუცი და რამდენიმე ათეული ბავშვია, რომლებიც განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის ნაწილი გახდნენ.


კვირაში 5 დღე ბავშვები მიდიან უფროსებთან, მათთან ერთად სწავლობენ მუსიკას, ცეკვას, ხელოვნებას, უყვებიან ერთმანეთს ისტორიებს, ამზადებენ სადილს და შინაარსიანად ატარებენ დროს.


ბავშვები იღებენ ზღვა ყურადღებას, მოხუცები კი გრძნობენ, რომ ისევ საჭირონი არიან და სიამოვნებით უზიარებენ პატარებს გამოცდილებასა და სიყვარულს.


ევან ბრიგსმა დოუმენტური ფილმი გადაიღო „Present Perfect":


- „გადაღებებმა დამანახა, როგორ იქცნენ ერთ მთლიანად სხვადასხვა თაობის ადამიანები და მივხვდი, რამდენს ვკარგავთ, როცა ამ ადამიანებს მარტოობისთვის ვწირავთ. სანამ ბავშვები მივლენ, მოხუცების შეხედვა საცოდაობაა, მერე კი - დიდი სიამოვნება", - ამბობს რეჟისორი.

 

 

 

 

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016