reportiori.ge - ირაკლი შოთაძემ ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:19
სამართალი
ირაკლი შოთაძემ ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ავტორი:
26 ნოემბერი, 2015. 15:00


მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბარბარე რაფალიანცის სისხლის სამართლის საქმის საწყის ეტაპზე დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა ის, რომ საქმე დასრულებული არ არის და დადგენილი არ არის, რა მოხდა რეალურად.



ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის ძიება და ასეთი კატეგორიის საქმის გამოძიება მარტივი არ არის. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია საწყის ეტაპზე გატარებულ სწორ, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედებები, რამდენად ჩართავენ კრიმინალისტებს და ასე შემდეგ. პირველი, რაც ამ საქმის გაცნობისას თვალში მომხვდა, ის არაკვალიფიციურობა იყო, როგორც პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა - როგორიც იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შესაძლებელი იყო იგივე დნმ-ის კვალის აღება, მთელი რიგი სხვა კვალის აღება, რაც არ გაკეთებულა. ასევე თვითონ ქვევრიც, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, კვალიფიციურად არ არის დათვალიერებული. იქდან ამოღებულ საგნებზე შესაბამისი ექსპერტიზა დროულად არ არის ჩატარებული. ეს ძალიან პრობლემატურს ხდის რაფალიანცის სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი შედეგის მიღებას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016