მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის საქმის ძიება ბოლოშია გასული და ფაქტობრივად ყველა საგამოძიებო მოქმედება ამოწურულია და როგორც კი პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქმეში არსებულ ყველა მასალას გაასაჯაროებს.
„გამოძიებას ეროსი კიწმარიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე საკმაოდ დიდი მონაცემები აქვს შეკრებილი. ჩატარებულია ყველა საჭირო საექსპერტო კვლევა, რათა მომხდარიყო იმის დადგენა, რა ვითარებაში გარდაიცვალა კიწმარიშვილი. საქმის ძიება ბოლოშია გასული. ფაქტობრივად ამოწურულია ყველა საგამოძიებო მოქმედება. დარჩენილია მცირე საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება, პროკურატურა მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებს. ჩვენ ვაპირებთ ამ სისხლის სამართლის საქმეში ყველა მასალის გასაჯაროებას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მასალა, მტკიცებულება გადაცემული აქვს კიწმარიშვილის ოჯახს და არიან სრულად ინფორმირებული.