reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: ახმედ ჩატაევის განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:15
სამართალი
გელა ნიკოლაიშვილი: ახმედ ჩატაევის განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა
ავტორი:
26 ნოემბერი, 2015. 16:56


ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ განაცხადა, რომ ახმედ ჩატაევის განცხადება, რომელიც აუდიოჩანაწერით არის წარმოდგენილი, არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „ისლამური სახელმწიფოს" მუქარა. გელა ნიკოლაიშვილი ბორჩაშვილის და მასთან ერთად ბრალდებულების ადვოკატია.


ნიკოლაიშვილი აცხადებს, დადასტურებულად იმის თქმა, რომ აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად დაკავებულები „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში არიან, არ შეიძლება. მისი თქმით, ასადს არაერთი ორგანიზაცია ებრძვის, მათ შორის „სირიის თავისუფალი არმია", რომელსაც მხარს უჭერს დასავლეთი, მათ შორის ამერიკა და საერთაშორისო საზოგადოება მას არ მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად.

 

„ახმედ ჩატაევი აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენიათ და თუ ისინი არ გათავისუფლდებიან, საქართველოს უსაფრთხოება არ იქნება დაცული. ეს ისეთი განცხადებაა, ყველას შეუძლია გააკეთოს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.


გელა ნიკოლაიშვილის თქმით, გიორგი ბორჩაშვილმა აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ ჩვენება იმ მოტივით მისცა, რომ მას პასუხისმგებლობა აეცილებინა.


„სწორედ გიორგი ბორჩაშვილმა აუღო ბილეთები მუსლიმ კუშტანაშვილსა და რაზმან ბაღაკაშვილს და ამის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ თურქეთში, საიდანაც აღმოჩნდნენ სირიაში. გიორგი ბორჩაშვილმა პასუხისმგებლობა აიცილა და თქვა, რომ ეს აიუფ ბორჩაშვილმა დაავალა", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.


აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 30 დეკემბერს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016