reportiori.ge - ზვიად ფხაკაძე: აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:18
სამართალი
ზვიად ფხაკაძე: აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ „ისლამურ სახელმწიფოსთან“
ავტორი:
26 ნოემბერი, 2015. 17:09


პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ „ისლამურ სახელმწიფოსთან".


პროკურორის განცხადებით, საქმეში დევს ახმედ ჩატაევის აუდიოჩანაწერი, რომელიც მუქარის შემცველია და რომელზეც დღეს მოწმე ალექსანდრე თალაკვაძემ ისაუბრა.



ჩატაევის აუდიოჩანაწერი შეიცავს მუქარას საქართველოსადმის. ჩატაევი კი არის პირი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებულია ტერორისტული ორგანიზაციის წევრად. იგი არის ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელი და მებრძოლი. მოწმემ დაადასტურა, რომ სწორედ ჩატაევის მიერ მოხდა თალაკვაძის ტელეფონზე შეტყობინების გამოგზავნა, სადაც იგი ახსენებდა როგორ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს, ასევე ვინმე აჭარელ მოჭიდავე თემურის და აცხადებდა, რომ თუკი ისინი არ გათავისუფლდებოდნენ, საქართველოს მოქალაქეებ და ტურისტების უსაფრთხოებას შეექმნებოდა პრობლემები", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

 


მისი თქმით, ამ ჩანაწერის გამოგზავნის შემდეგ ახმედ ჩატაევი ერთ კვირაში დაუკავშირდა ბრალდების მხარის მოწმეს ალექსანდრე თალაკვაძეს და მოსთხოვა პასუხი, მიიტანა თუ არა მან ეს ჩანაწერი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში. მოწმე თალაკვაძემ კი უპასუხა, რომ ნუ იჩქარებენ, რის შემდეგაც, პროკურორის ინფორმაციით, ჩატაევი კონტაქტზე აღარ გამოსულა თალაკვაძესთან.



რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეს გიორგი ბორჩაშვილს, რომლის ჩვენების მიხედვით, აიუფ ბორჩაშვილმა მას დაავალა ორი ახალგაზრდის სირიაში გასამგზავრებლად ბილეთების აღება, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურორის თქმით, მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილია სხვა საქმე, რომელზეც ძიება გრძელდება და მტკიცებულებების მოპოვება ხდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კი, ზვიად ფხაკაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბორჩაშვილის საქმიანობა შეფასდეს, ეს კი შესაბამის სტადიაზე მოხდება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016