სამართალი
თავისუფლების მოედანზე მოზარდი დაჭრეს
26 ნოემბერი, 2015. 21:10
მეტროსადგურ „თავისუფლების" მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს.
„კვირას" ჟურნალისტის ინფორმაციით, არასრულწლოვანს ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა ბიჭს შელაპარაკება მოუვიდა 3 უცნობ მამაკაცთან, რომლებიც მისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ. დაზარალებულმა უცნობებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ის ზურგის არეში დანით დაჭრეს.
დაჭრილი ახალგაზრდა მეგობარ ბიჭთან და გოგოსთან ერთად ცეკვიდან მოდიოდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდის დაჭრაში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, სოლოლაკელები იყვნენ. ისინი ადგილიდან მიიმალნენ.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55