„უკრაინული ვიკილიქსი" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერს აქვეყნებს.
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ რამდენიმე თემაზე. გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, სააკაშვილი და ადეიშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ახსენებენ. თემა კი გიგი უგულავას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა დაკავებული წევრების შეწყალებაა, აღნიშნულია, რომ მარგველაშვილი „ვანოს და სხვების" შეწყალებისთვის მზად არის, თუმცა სათანადო პოლიტიკური გარემოს შექმნას ელოდება.
სააკაშვილ-ადეიშვილი საუბრობენ რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დღეების მოვლენების გამო გამწვავებულ ურთიერთობებზე, ქართველი სამართალდამცველების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილზე, სირიაში გადასული აჭარელ მუსლიმებზე, რომლებმაც მუქარის შემცველი ვიდეომასალები გაავრცელეს.
ისინი ასევე საუბრობენ პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ „საქართველოს განვითარების ფონდზე". სააკაშვილი საუბრისას ამბობს, რომ მას თავისიანები „მიაბა" და „მესამე ძალად უნდა ააგორონ", რასაც პროპაგანდას „რუსთავი 2" გაუწევს. სააკაშვილის თქმით, უშუალოდ „გვარამია და თარგამაძე გააკეთებენ პიარპროგრამას".
გთავაზობთ „უკრაინული ვიკილიქსის" მიერ გავრცელებული მასალის შინაარსს:
მ.ს. როგორა ხარ, ზურაბ? ხო ხედავ, რაც ხდეაბა!
ზ.ა. აბა ! რა რეჩქვა ერდოგანმა რუსებს! რა მოხდება ახლა, მიშა, დიდი ომი ხომ არ დაიწყება?
მ.ს. ბიჭო cIA-ს გენერალმა მითხრა, რომ თურქები დააჯახეს რუსებს, თან თურქებს „პრიჩინაც" ჰქონდათ, პუტინმა დაბომბა მთელი ნავთობის ბაზები IsIs-ში და თურქებს ნავთობის „პატოკი" გაუჩერა. მერე ქურთები ააბლატავეს, მანამდე ამერიკელებმა კი შეაიარაღეს, მაგრამ, ახლა ირანიდან დიდი იარაღი შედის და ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნაში ეხმარებიან. ჰოდა თურქებს აწყობდათ ეგ დარტყმა და რეალურად ჩასაფრებულები იყვნენ, ამით რუსები გააფრთხილეს, რომ სირიელი თურქმანები არ დაბომბოს საზღვართან და ქურთებიც დააშინეს. პარიზის ტერაქტს არავინ ელოდა, ისლამურ სახელმწიფოში ბევრი „სასტავია" და cIA ყველას ვერ აკონტროლებს.
ზ.ა. მერე, მიშა, რუსებმა შეიძლება ომი დაიწყონ, აირევა სიტუაცია.
მ.ს. დაიწყონ, მერე რა, ჩვენც ეგ გვინდა! ისე, არაფერი არ მოხდება. ნუ, არ გაუშვებენ ახლა ტურისტებს თურქეთში და ვსიო. არ დაგავიწყდეს, შავი ზღვიდან გასასვლელი თურქეთის ხელშია. ახლა საშიშროებაა, ფრანგები და რუსები არ შეიკრან, ეს არის პრობლემა!
ხო, რა მინდოდა! ერთი პანკისელი ბიჭი ჩავიდა იქიდან თბილისში და დააკავეს, ტერორისტობას ტენიან!
ზ.ა. ბორჩაშვილზე მეუბნები, ხომ?! მაგაზე მელაპარაკა უკვე კეზერა. ჩემებს შევუთვალე და რაღაცას მოიფიქრებენ, ყველა შემთხვევაში ტერორისტობის მუხლს ვერ შეუფარდებენ და დაიხურება.
მიშა! ისინი ვინ არიან, ალაჰის სახელით რომ ემუქრებიან საქართველოს?
მ.ს. ეგენი ვიღაც ქინძები არიან! იქიდან ერთი ჯემალა არის, ჩვენებთან იყო ალ-ნუსრაში, ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა და ზემლიაკები შემოიერთა, ეგენი არიან, „გურჯისტან ვილაიეთი ვართო", რომ იძახიან. ახლა რამდენი არიან, არ ვიცი, ხო ნახე, როგორი გონორით ლაპარაკობენ!
საქმეზე მელაპარაკე რა! რაც გითხარი, იმაზე რა ქენი?
ზ.ა. „რუსთავის" საქმე, როგორც გითხარი, გაიწელება, აპელაციაც და უზენაესიც გაწელავს. პაპუაშვილთან წავიმუშავეთ და საკონსტიტუციო სარჩელები კიდევ შევა. მე მაგას გავაკეთებ და კეზერას შენ უთხარი, რომ მოსამართლეებს თანხა დაუფაროს. მერე ნიკა მე მირეკავს, დაფინანსება დამაკლესო, ბეჟუაშვილმა ნახევარი მოგვცაო. მე რა ვქნა, ეს დავითა ვერ დავიჭირე.
მ.ს. მაგათ მე მივხედავ! შენ ბურჭულაძეზე მითხარი, რა ქენით.
ზ.ა. მაგას ჩვენები მივაბით, მესამე ძალად უნდა ავაგოროთ, ფონდი რომ დაარქვა, ცუდია, გასაპიარებელია! მაგრამ კოალიციის სახეს მივცემთ. შენი დახმარება არის საჭირო, ამერიკელებმა მხარი რომ დაუჭირონ.
მ.ს. ზურა, შენ გააკონტროლე რა ეგ საქმე. გირჩა-მირჩებმა იაქტიურონ ბურჭულაძესთან, ვანო როა, მაჭავარიანის ძმა, ბოჩოლასავით რო ნაბავს თვალებს, გააქტიურდეს ყველა. მერე გააბაზრეთ, რომ ამერიკელების პროექტია და ეგ ძალა მოდის სათავეში, პინგვინა გაფრთხილებულია და ბურჭულაძე მოდის, ასე ილაპარაკეთ ყველგან. პაატას შევპირდი, გვარამია და თარგამაძე გააკეთებენ პიარპროგრამას და „რუსთავი" შენზე იმუშავებს-მეთქი. მაგანაც მთხოვა ამერიკელების მხარდაჭერა, შევპირდი. შენ იაქტიურე და მერე კელი გამოვა და თავისას იტყვის! „დიდი მადლობა, ყველაფერს გავაკეთებ, ბატონო მიშა", - ბარიტონით მითხრა!
რა გაცინებს შეჩემა?!
ზ.ა. კაი რა! მაგარია ისე ეგ ტიპი!
მ. მოიცა, ეხლა! ღადაობას თავი დაანებე! კაცო, მარგველამ რა თქვა, რაო?
ზ.ა. მარგველას ბოკერია ელაპარაკება, ძმაკაცურად. ახალ წლამდე კი შეგვპირდა უგულავაზე, მაგრამ თავი შეიკავა. სათანადო პოლიტიკური გარემო არის შესაქმნელი და ვერ გავაკეთებო. ვანოსაც შევიწყალებ და სხვასაცო, მაგრამ სიტუაცია უნდა შეიქმნასო. მე ვფიქრობ, ჩვენები ყველა პოლიტპატიმრებად უნდა გავაფორმოთ, სქემა მომზადებული მაქვს და ვმუშაობთ. სტრასბურგის ბერკეტებს გამოვიყენებთ ასევე.
მ.ს. დავითა მოვა ჩემთან შვიდ საათზე და შენც მოდი რვის ნახევრისთვის. პრიპორტოვოის საკითხი უნდა მოვაგვაროთ და პროკურატურის სისტემა მოვმართოთ. საყვარელიძემ დნეპროპეტროვსკში, დათო როა გონგაძე, ხო იცი, ის გაუშვა და ნაბიჭვარი კუცუკები გადახდას არ აპირებენ, კარგად მოიფიქრე რა ამაზე! თან იმ კროლიკმა იაცენიუკმა სუ გადაი...ვა თავზე!
ზ.ა. კაი, მოვალ აუცილებლად.