LifeNews-ის ინფორმაციით თურქეთის მიერ რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე იერიშის ნამდვილი მიზეზი შესაძლოა ტერორისტების მიერ თურქეთისთვის მიწოდებული იაფი ნავთობი იყოს.
რუსული გამოცემის თანახმად თურქეთის პრეზიდენტის შვილი კავშირშია „ისლამურ სახელმწიფოსთან" და ქვეყანაში ნავთობის შემოსვლას აკონტროლებს, ამიტომაც რუსული ავიაციის მიერ ნავთობის ბოევიკებზე დარტყმის მიყენება თურქეთის ხელისუფლებისთვის ბოლო წვეთი გახდა.
თურქეთის ხელისუფლების „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირზე მუდმივად საუბრობს ზოგიერთი ექსპერტი, მედიაში კი გავრცელდა ფოტები, სადაც ქვეყნის ლიდერის მემკვიდე „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებთან ერთად პოზირებს.
„თურქეთი აპირებს ხელი შეუშალოს რუსეთის ავიადარტყმებს სირიაში, საიდანაც ტერორისტებს იაფი ნავთობი შეაქვთ, რუსული თვითმფრინავები კი ბომბავენ ნავთობმზიდებს"- აცხადებს სამხედრო ექსპერტი, სტრატეგიული კონიუნქტურის ცენტრის დირექტორი ივან კონოვალოვი.
რუსეთი იერიშებს აწარმოებს ტერორისტების ნავთობის საბადოებზე. ორი დღის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ გაანადგურა ნავთობის შესანახი, ასევე გადამამუშავებელი ქარხანა და ბენზინის გადამზიდი სატვირთოები.