reportiori.ge - რუსეთი და საფრანგეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:16
მსოფლიო
რუსეთი და საფრანგეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ
ავტორი:
27 ნოემბერი, 2015. 10:26



საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი და საფრანგეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ.


მისი თქმით, ორი ქვეყანა საჰაერო დარტყმების მიტანისას კოორდინირებულად იმოქმედებს. იგეგმება ავიაიერიშების გააქტიურებაც.



რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმ პუტინის განცხადებით, მხარეები ტერორიზმის საკითხებზე ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის ხარისხს გაზრდიან.



„დოიჩე ველეს" ცნობით, მოსკოვმა ასევე პირობა დადო, რომ სირიაში მოქმედი ე.წ. ზომიერი ოპოზიციის ძალებზე ავიადარტყმებისგან თავს შეიკავებს.



ფრანსუა ოლანდმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ვლადიმირ პუტინმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ასადის არმია „მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში".



საფრანგეთმა „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება 13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გადაწყვიტა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016