reportiori.ge - თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჟურნალისტები დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:33
მსოფლიო
თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჟურნალისტები დააკავეს
ავტორი:
28 ნოემბერი, 2015. 10:20



„BBC"-ის ცნობით, თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით ორი ჟურნალისტი, ოპოზიციური გაზეთის „Cumhuriyet"-ის მთავარი რედაქტორი ჩან დუნდარი და გამოცემის ანკარის ბიუროს უფროსი ერდემ გიული დააპატიმრეს.

 


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.



ჟურნალისტების დაკავება „Cumhuriyet"-ში მაისში გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალას ეხება, რომლის თანახმად, თურქული სპეცსამსახურები სირიაში მოქმედ შეიარაღებულ მებრძოლებს იარაღს აწვდიდნენ.



მასალის თანახმად, 2014 წლის იანვარში პროვინცია ადანაში სამხედროებმა თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის - MIT-ის კუთვნილი სატვირთო მანქანები შეამოწმეს, რა დროსაც იარაღის პარტია აღმოაჩინეს.



თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, სატვირთო მანქანებს სირიაში მცხოვრებ თურქმენებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდათ, თუმცა თურქული მედია ამტკიცებდა, რომ ტვირთი რადიკალი ისლამისტებისთვის იყო განკუთვნილი.



აღნიშნულ მასალას მთავრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტები სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და გაზეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016