reportiori.ge - რეალურად ვინ დგას „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ უკან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:18
პრეს-დაიჯესტი
რეალურად ვინ დგას „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ უკან?
ავტორი:
27 ნოემბერი, 2015. 13:50

 

 

როგორც სტატიის ავტორი წერს, გავლენის გარეშე დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკა მაქსიმალურადაა გადასული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიების მოწყობაზე.


„ამისთვის კი, ეს ორგანიზაცია იყენებს მის ხელთ არსებულ ძირითად რესურსებს - მედიასაშუალებებს, კონტროლირებად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. საზოგადოებრივი აზრების კვლევებს, რომელთა შედეგებით ახდენს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.


ამგვარი მანიპულირების სქემა მარტივია: „ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს ე.წ. კვლევას, რომელიც ძირითადად გამოხატავს პარტიის ინტერესებს და არა რეალობას. შემდეგ ამ კვლევის ლეგიტიმაციისთვის პოულობს რომელიმე საერთაშორისო ფონდს, როგორც პარტნიორს, შემდეგ შეფუთავს პროდუქტს და მიაწვდის ასევე „ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ მყოფ მედიასაშუალებებს, პირველ რიგში, რასაკვირველია, „რუსთავი 2"-ს.


მედია საზოგადოებას აცნობებს, რომ კვლევა ჩაატარა საერთაშორისო ორგანიზაციამ და რასაკვირველია, არ ახსენებს, რეალურად ვინ და როგორ ჩაატარა გამოკითხვა. და დახატავს სურათს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი მაღალია. ამის შემდეგ, „ნაციონალების" მიერ კონტროლირებადი მედია კვლევის შესაფასებლად აკითხავს ასევე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თავის ექსპერტებს. ეს უკანასკნელები ადასტურებენ - კვლევა ნამდვილად წარმოაჩენს რეალობასო და მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვს „ნაციონალების" ჟურნალისტი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხზე კომენტარს.


ხელისუფლების წარმომადგენელს კი სხვა გზა არ დარჩენია, ასე თუ ისე, თავის მართლება უწევს. საბოლოოდ კი, ასეთი ვითარება იქმნება - მთელი პოლიტიკური სპექტრი არჩევს კვლევას, რომლის ნამდვილობა არავის შეუმოწმებია. ზუსტად ამ სქემით ქვეყნდებოდა NDI-ს ანეკდოტადქცეული კვლევები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" წარმოჩენილი იყო, როგორც ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ორგანიზაცია მაშინ, როცა ამ პარტიას უჭირს შეკრიბოს 5000-კაციანი მხარდამჭერთა ჯგუფიც კი.


NDI-მ კვლევა დაუკვეთა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს" (CRRC). იმავე სქემას მიჰყვება „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი", რომელმაც კვლევა დაუკვეთა იმავე „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს". ეს ცენტრი აფილირებულია „ნაციონალური მოძრაობის" ისეთ სახეებთან, როგორიცაა ლევან თარხნიშვილი და თინათინ ბოკუჩავა, რომელიც 2009-2011 წლებში NDI-ში სოციოლოგიური კვლევების მიმართულებას კურირებდა.


ამავე ორგანიზაციასთან აფილირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული ექსპერტი გია ნოდია. საკვირველია, რატომ ვერ შეამჩნია თავად NDI-მ ან „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა", რომ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევები, რბილად რომ ითქვას, ძალიან განსხვავდება რეალობისგან. ამის დასტურად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული კვლევაც გამოდგება, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას" დაუწერეს 37%, „ქართულ ოცნებას", მხოლოდ 12%, რამდენიმე დღეში კი არჩევნები „ოცნებამ" მოიგო.


ანუ, NDI-ს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა მინიმუმ 42%-იანი ცდომილება! სოციოლოგიური კვლევები უშვებენ მაქსიმუმ 2%-იან ცდომილებებს, მაგრამ 42%-იანი შეცდომა შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთგვარად - კვლევები უნამუსოდ იყო გაყალბებული.


ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ისე ახდენს მოსახლეობის მანიპულირებას, რომ ამას ვერ ან არ ამჩნევენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ამგვარი დამოკიდებულება კვლევებისადმი კი ძალიან საშიშია როგორც პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც, რადგან ყოველი დამახინჯებული კვლევა სულ უფრო ამცირებს ხალხის ნდობას არა მხოლოდ კვლევების, არამედ ამ კვლევების დამკვეთი ორგანიზაციების მიმართაც", - წერს გაზეთი „ვერსია".




წყარო: გაზეთი „ვერსია"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016