„მეეჭვება, პაატა ბურჭულაძემ და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2016 წელს საარჩევნო ბარიერი დაძლიოს", -ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ალიასთან" საუბრისას აცხადებს. რაც შეეხება „უკრაინული ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბრის სტენოგრამას, სადაც ნათქვამია, რომ ბურჭულაძე სააკაშვილის პროექტია, ძაბირაძე აბობს, რომ აღნიშნული მასალა მიმართულია ბურჭულაძის საწინააღმდეგოდ.
„თუ ეს თემა გაიშლება და მოსახლეობა ჩათვლის, რომ პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილის მე-5 კოლონა ქართულ პოლიტიკაში, მაშინ მას წარმატების ნული შანსი აქვს. ჩემი აზრით, პაატა ბურჭულაძე და მისი ჯგუფი „ქართული ოცნებისთვის" დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, თანაც გარკვევით იყო ნათქვამი, რომ პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან და ასევე ირაკლი ალასანიასთან. ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ძაბირაძემ.
წყარო: გაზეთი „ალია"