reportiori.ge - სერგეი ლავროვი: თურქეთმა ზღვარს გადააბიჯა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:37
მსოფლიო
სერგეი ლავროვი: თურქეთმა ზღვარს გადააბიჯა
ავტორი:
27 ნოემბერი, 2015. 16:48



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიელ კოლეგა ვალიდ მუალემთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთმა ზღვარს გადააბიჯა.



ჩვენ მიგვაჩნია, რომ თურქეთის ხელმძღვანელობამ ზღვარს გადააბიჯა და რისკავს, თურქეთი ურთულეს სიტუაციაში ჩააგდოს, როგორც გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების, ისე რეგიონში არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით", - განაცხადა ლავროვმა.

 

 

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაციამ რამდენიმე დღის წინ რუსული „სუ-24" ჩამოაგდო, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. საპასუხოდ, მოსკოვმა თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაყინვის პროცესი დაიწყო, ასევე შეწყვიტა სამხედრო კონტაქტები.



კრემლის გადაწყვეტილებით, სირიაში განლაგდა უახლესი საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400.



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თუ საპასუხოდ რუსი სამხედროები თურქულ თვითმფრინავს ჩამოაგდებენ, ანკარა ამას „აგრესიის აქტად" აღიქვამს და შესაბამის ზომებს მიიღებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016