მსოფლიო
რატომ არ უპასუხა პუტინმა ერდოღანს
27 ნოემბერი, 2015. 18:30
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორჯერ დაურეკა ვლადიმირ პუტინს, თუმცა, „რუსეთის პრეზიდენტი სატელეფონო ზარზე არ პასუხობს, რადგან ვერ ხედავს თურქეთის მზაობას, ბოდიში მოიხადოს", - აღნიშნა უშაკოვმა.
დღეს დილით პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ერდოღანის მხოლოდ ერთ ზარზე ისაუბრა. პესკოვის განცხადებით, ერდოღანმა „სუ-24"-ის ჩამოგდებიდან 7-8 საათის შემდეგ სცადა პუტინთან დაკავშირება.
ერდოღანმა თავის სატელეფონო ზარებზე ხუთშაბათს საღამოს ისაუბრა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი კი დაკავშირების მცდელობას უარყოფდა.
როგორც იური უშაკოვი აცხადებს, მოსკოვი თურქეთის ზარებზე პასუხის გაცემას ჯერჯერობით არ აპირებს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40