reportiori.ge - ნარიშკინი: რუსეთს უფლება აქვს, თურქეთს საომარი ქმედებებით უპასუხოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:49
მსოფლიო
ნარიშკინი: რუსეთს უფლება აქვს, თურქეთს საომარი ქმედებებით უპასუხოს!
ავტორი:
27 ნოემბერი, 2015. 21:09



რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი „სუ 24" ჩამოაგდო, რუსეთი იტოვებს უფლებას, თურქეთს საომარი ქმედებებით უპასუხოს.


ამის შესახებ ნარიშკინმა რუმინულ ტელეკომპანია DIDI24-სთან ინტერვიუში განაცხადა. ნარიშკინმა აღნიშნა, რომ თურქული მხარის მიერ, რუსული სამხედრო თვითმფრინავის „სუ 24"-ის ჩამოგდება და რუსი მფრინავის სიკვდილი დაგეგმილი იყო.


„ჩვენ ვიცით, ვინ ჩაიდინა ეს. დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. თავის მხრივ,  საერთაშორისო სამართლის ფარგლებში რუსეთიც შესაბამის ზომებს მიიღებს. ამის გარდა, რუსეთს აქვს უფლება, თურქეთს საომარი ქმედებებით უპსუხოს",- განაცხადა სერგეი ნარიშკინმა.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ინტერვუში ასევე აღნიშნა, რომ სირიაში განლაგებული საჰაერო სისიტემები რუსეთმა განსაკუთრებული დაცვისა და კონტროლის ქვეშ აიყვანა. რუსეთს უკვე მოქმედებაში ჰყავს მოყვანილი სირიაში განლაგებული C-400.


თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი 24 ნოემბერს ჩამოაგდეს. როგორც თურქული წყაროები იუწყებიან, ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.

რუსული „სუ-24" სირიის პროვინცია ლატაკიაში, იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც ასადის მოწინააღმდეგე აჯანყებულთა დაჯგუფებები აკონტროლებენ.


http://www.bbc.com/russian/news/2015/11/151127_russia_turkey_response






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016