reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროებას ვაპირებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:11
სამართალი
ირაკლი შოთაძე: ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროებას ვაპირებ
ავტორი:
27 ნოემბერი, 2015. 21:44



პარლამენტის მიერ არჩეულმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი პროკურატურაში რეფორმების გაგრძელებას აპირებს.


"მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებას და ასევე სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად გაძლიერებას", - განაცხადა შოთაძემ.

მთავარი პროკურორის თქმით, მისთვის უცნობია სად გააგრძელებს მოღვაწეობას გიორგი ბადაშვილი.

„გიორგი ბადაშვილისგან ვიცი, რომ ის არ აპირებს პროკურატურაში მუშაობის გაგრძელებას. ჩემთვის ეს სრულიად გასაგებია, ვინაიდან როდესაც პიროვნება უწყების პირველი პირი იყო, ის მუშაობას იქ ვერ გააგრძელებს. მისი გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა სად გააგრძელებს ბადაშვილი მუშაობას, ეს მისი არჩევანი იქნება", - განაცხადა შოთაძემ.


მისივე თქმით, ის აპირებს იმ მასალების გასაჯაროებასაც, რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

 "მე გაცხადებული მაქვს, რომ მომავალში ვაპირებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ვაპირებ მასალების გასაჯაროებას ასევე იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც საზოგადოებაში ინტერესი არსებობს", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016