ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს საღამოს, კოლორადოს შტატის ქალაქ კოლორადო-სპრინგსში მამაკაცი ოჯახის დაგეგმარების ცენტრში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ სროლა 5 საათს გაგრძელდა, რის შემდეგ თავდასხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, აქედან ორი სამოქალაქო პირი, ერთი კი - პოლიციის ოფიცერი. სროლის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი.
„BBC"-ს ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
სააგენტო „ასოშიეითედ პრესი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი ჩრდილო კაროლინას შტატის მცხოვრები რობერტ ლევის დიარია.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თავდამსხმელმა შენობაში ჩანთები შეიტანა, რომელშიც შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს.
„BBC"-ს ცნობით, დაგეგმარების ცენტრში, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაცია და PlannedParenthood-ს ეკუთვნის, მსგავსი ინციდენტები ადრეც მომხდარა. კერძოდ, ცენტრზე თავდასხმებს აბორტის მოწინააღმდეგეები ახორციელებდნენ.