reportiori.ge - დღეს მურმან ლებანიძის დაბადების დღეა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:38
კულტურა
დღეს მურმან ლებანიძის დაბადების დღეა!
14 ნოემბერი, 2013. 14:26

დღეს ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, ესეისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მურმან ლებანიძის დაბადების დღეა. მურმან სილოვანის ძე ლებანიძე 1922 წლის 14 ნოემბერს აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1946 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. მურმან ლებანიძე 1948 წელს დაოჯახდა და მისი მეუღლე ელენე ჭავჭავაძე იყო. ლებანიძის პირველი ლირიკული ლექსების კრებული 1950 წელს გამოქვეყნდა.

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით 
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,
ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა
გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...".

 

მურმან ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. მისი შემოქმედება ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან იწყება. პოეტმა შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.


ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ, (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ დაგვისახელეთ  მეორე პოეტი... 
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი, თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი, საქართველოში? ჩაიქირქილა 
და ლომურ წვერზე  მოისვა ბრჭყალი..."

 

ლებანიძის მიერ ასახული გრძნობა თუ ფიქრი გამოხატულია ნატიფად და უშუალოდ, თავისუფალია ყოველგვარი სანტიმენტალურობისა და პათეტიკურობისაგან. ლებანიძის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რიტმის დინამიკურობა.


მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები. მურმან ლებანიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე.


პოეტი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, "საპატიო ნიშნის" და ღირსების ორდენებით. 1972-73 წლებში მურმან ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველისა და გალაკტიონის პრემიები. ის 1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. 2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

მურმან ლებანიძე 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. მწერალი და საზოგადო მოღვაწე  დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება;

ყველაფერი წამიგია - მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,

ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,

 არც ფანჯრიდან გადმომხტარან მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ, წვიმას ვნატრობ შხაპუნას: შევსვათ!

 ყველა თავის წვრილმან საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება, ყველამ სადღაც გაცურა,

 ყველა კვდება, გული მწყდება წასულან და წასულან!

 და დღეები გადის ზანტად, ღამეები გროვდება,

ვიღაც უსაშველო ლანდად მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო, ზღვის მიქცევა ვიხილო,

თავში ხელი წავიშინო რაც მომხვდება, ვიყვირო"... 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016