reportiori.ge - ევროკავშირი მზადაა თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:40
მსოფლიო
ევროკავშირი მზადაა თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს
ავტორი:
29 ნოემბერი, 2015. 22:27





ევროკავშირი მზადაა თურქეთის მოქალაქეებს 2016 წლის ოქტომბრიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" „დოიჩე ველეზე" დაყრდნობით იუწყება.


გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ვადები განიხილება ევროკავშირ-თურქეთის დღევანდელ სამიტზე, რომელიც ამ დროისთვის ბრიუსელში იმართება და დევნილთა საკითხის მოგვარებისადმია მიმართული. ამ დრომდე თურქეთთან ვიზების გამარტივების საკითხი არასოდეს განხილულა.


გამოცემის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პირობაა 2016 წლის ივნისიდან ევროკავშირსა და თურქეთს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ის 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ეს შეთანხმება ევროკავშირიდან თურქეთში მესამე ქვეყნიდან დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს.


გარდა ამისა, ევროკავშირი ანკარისთვის სამი მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს დევნილების პრობლემის გადასაჭრელად. ამის შესახებ "როიტერი" შემაჯამებელი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც სამიტის დასასრულ უნდა მიიღონ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016