reportiori.ge - ლევან კალანდაძე: რუსეთ- თურქეთს შორის არსებული დაპირისპირების ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება შეგვიძლია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:56
პრეს-დაიჯესტი
ლევან კალანდაძე: რუსეთ- თურქეთს შორის არსებული დაპირისპირების ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება შეგვიძლია...
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 02:44



თურქეთ-რუსეთს შორის არსებული დაპირისპირება, ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. როგორც ექსპერტი „აიპრესთან" საუბრისას განმარტავს, იმის გამო, რომ ორივე ქვეყანა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, რისკები ორივე ქვეყნიდან არსებობს, თუმცა როგორც ექსპერტი ამბობს, საქართველოს შეუძლია ამ სიტუაციაში იკისროს შუამავლის როლი და სიტუაცი სათავისოდ გამოიყენოს.


"ორივე მხრიდან არის თანაბარი რისკები. თურქეთიც და რუსეთიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ გარდა ამისა, ისინი ერთმანეთთან არიან მჭიდროდ დაკავშირებული, დაახლოებით 45 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა აქვთ. დავუშვათ, რომ ეს 45 მილიარდი თუ არ გაქრა და მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ პრობლემები იქმნება, როგორც საქონლო ბრუნვის თვალსაზრისით და რიგი საქონლის მიწოდების კუთხით შეიძლება შეიქმნას დეფიციტი, სანამ სხვა ალტერნატივით ჩანაცვლდება", - განმარტავს კალანდაძე.


სავაჭრო ურთიერთობების გარდა, ექსპერტის შეფასებით, მეორე საკითხია ის, რომ ორივე ქვეყანა, ვალუტის წყაროს კარგავს. ერთი ქვეყანაც და მეორეც კარგავს ვალუტის წყაროს, რაც აუარესებს მათ საგადამხდელო ბალანსს. რა თქმა უნდა, არა კატასტროფულად, მაგრამ მნიშვნელოვნად.

 

რუსეთისთვის ნაკლებად, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, ამან გარკვეული ასახვა ჰპოვოს ლირის გაცვლით კურსზე. და თუ დამატებით რისკ-ფაქტორები გაჩნდა ლირის დევალვაციისთვის მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში იმ კომპანიებს, რომელთაც საქართველოში თურქული პროდუქცია შემოაქვთ, გარკვეული უპირატესობა მიენიჭება და ამ თვალსაზრისით ქართველი მომხმარებელი იზარალებს, ანუ თურქული პროდუქციის შემოტანის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს და ეს ჩვენთვის არის ვალუტის გადინების წყარო. ჩვენს საგადამხდელო ბალანსზე ეს დადებით ტენდენციას არ იქონიებს".


კიდევ ერთი ფაქტორი, ლევან კალანდაძის ახსნით, ფულადი გზავნილებია. როდესაც კრიზისული მდგომარეობაა ერთი მხრივ ეკონომიკური, მეორე მხრივ სამხედრო, იმ ქვეყანაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვარდებიან. ის, რომ ფულადი გზავნილები ისედაც შემცირებულია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, განსაკუთრებით რუსეთიდან, შეიძლება, კიდევ დამატებითი რისკ-ფაქტორი აღმოჩნდეს".


რისკ-ფაქტორების გარდა, ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია ეს მომენტი კარგად გამოიყენოს სათავისოდ, განსაკუთრებით, ტურისტული თვალსაზრისით.

„ერთია რისკ-ფაქტორები და მეორე შესაძლებლობები, ანუ რისკის მედლის მეორე მხარეა შესაძლებლობები. ჩვენ გარკვეული შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით გვაქვს კარგი მდგომარეობა. თუ სწორად დაიგეგმება რაღაც მიმართულებები, შეიძლება ეს კონფლიქტური და პრობლემური ქეისი ჩვენს სასარგებლოდ შემოვატრიალოთ.


პირველი, ეს ეხება ტურისტებს იმიტომ, რომ თურქეთში რუსი ტურისტების ნაკადი დიდია. რუსეთმა პრაქტიკულად გამოაცხადა და მოუწოდა თავის თანამოქალქეეებს, რომ თავი შეიკავონ თურქეთში წასვლისგან და პირიქით.


ბუნებრივია, რუსი ტურისტები 2016 წლის განმავლობაში რაღაც ალტერნატივების ძიებას დაიწყებენ. ეს არის ხალხი, რომელიც ერთი მხრივ შეჩვეულია თურქეთის ტერიტორიაზე დასვენებას და ამ თვალსაზრისით გარკვეული საინტერესო შეთავაზებები ტურისტულ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ.


იმაზე საუბარი, რომ რუსულ კომპანიას ქართულმა კომპანიამ არაფერი უნდა შესთავაზოს სისულელეა. ეს არ არის პირადული ურთიერთობა, ეს არის ბიზნესი. ჩვენ თუ შევთავაზებთ მათ გარკვეულ საინტერესო პირობებს და სახელმწიფოც დაეხმარება ბიზნესს კომუნიკაციის აწყობაში შეიძლება, გარკვეული ტურისტული ნაკადი ჩვენს ქვეყანაში გაიზარდოს.


მეორე საკითხია საქონელ მიმოქცევა. თურქული პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით მიედინებოდა რუსეთში და რუსეთიდანაც შესაბამისად თურქეთში.


თუ ქართველი ბიზნესმენები ცოტა „სმარტები" აღმოჩნდებიან, შეიძლება გარკვეული ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია იკისრონ. რუსეთიდან შემოტანილი საქონლის თურქეთში ექსპორტის ხარჯზე და პირიქით, თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი პროდუქციის რუსეთში ექსპორტის ხარჯზე იმ დანაკლისის შევსება იქნება შესაძლებელი, რომელიც თურქეთსაც და რუსეთსაც ამ ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესების ფონზე ექმნება.


სრულად, ამას ალბათ, ვერ მოვახერხებთ, მაგრამ გარკვეული დოზით კი. ყოველ შემთხვევაში იმ დოზით მაინც, რაც ქართული ბიზნესისთვის და ქართული კომპანიებისთვის საინტერესო იქნება".


ლევან კალანდაძეს არ აქვს ზუსტი რეკომენდაცია როგორ შეიძება საქართველოსმ გამოიყენოს კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხი გაზის სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით, თუმცა მიაჩნია, რომ ამ საკითხთან შეჭიდებაც.


მაგალითად, თურქეთის გაზის მოხმარების 60% რუსული გაზია. ბოლომდე არ მაქვს გააზრებული, როგორ შეიძლება, მაგრამ გარკვეული სატრანზიტო ფუნქცია საქართველომ შეიძლება იკისროს. ეს საკმაოდ რთული დეტალებია. თუმცა, არის გარკვეული შესაძლებლობები იგივე ენერგოპროდუქტების მიწოდების გაზრდის თვალსაზრისით თურქეთთან იმიტომ, რომ ბუნებრივია, გაზის შემცირება ელექტროენერგიის თურქეთში იმპორტირების აუცილებლობის წინაშე დააყენებს. ბუნებრივია, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება, ჩვენებმა ძალიან კარგად გამოიყენონ.

 

ძალიან ბევრი მიმართულებაა და ჩვენ ყველა მიმართულებით შეგვიძლია, რომ ვიკისროთ შუამავლის როლი. მიმაჩნია, რომ ეს მუდმივი არ არის, მაგრამ გარკვეული კრიზისული ვითარების დროს რამდენიმე წელი შეიძლება, რომ ბიზნესისთვის გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო. ამით საზოგადოებაც მიიღებს სარგებელს და ბუნებრივია, სახელმწიფოც.

 

ანუ, ერთია, რომ ამას ბიზნესმა ალღო აუღოს და მეორეა ის, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ბიზნესს ამ კომუნიკაციებში. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა ითანამშრომლონ."


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016