მსოფლიო
რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა
30 ნოემბერი, 2015. 03:33
რეჟისორი ელდარ რიაზანოვი საავადმყოფოში, 30 ნოემბერს გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, ამ ინფორმაციას ოფიციალურად ვადასტურებთ"- განუცხადა რეჟისორის ოჯახმა ТАСС-ს.
88 წლის რიაზანოვი გულის უკმარისობის დიაგნოზით, 21 ნოემბერს კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ელდარ რიაზანოვი - კინორეჟისორი და სცენარისტი იყო. მან გადაიღო ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა: "საკარნავალო ღამე", "უფრთხილდი ავტომობილს", "იტალიელების თავგადასავალი რუსეთში", „ჰუსარული ბალადა".
სახელი მოიხვეჭა აგრეთვე ფილმებით: "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" (1975), „სამსახურებრივი რომანი" (1977) „ავტოფარეხი" (1979). მისი ბოლო ნამუშევრებია: „საძინებლის გასაღები" (2003) „ანდერსონი: სიცოცხლე უსიყვარულოდ" (2006) „საკარნავალო ღამე 2 ან 50 წლის შემდეგ" (2006) და სხვ.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40