reportiori.ge - თეონა რამაზაშვილი: ქეთევან ზარნაძის მინი-პასკვილის პასუხად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თეონა რამაზაშვილი: ქეთევან ზარნაძის მინი-პასკვილის პასუხად!
30 ნოემბერი, 2015. 05:02


სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე განთავსებულ პუბლიკაციას გადავაწყდი, რომელშიც ვინმე ქალატონი ზარნაძე ერთობ „საინტერესო" ფრაზას წერს:


 „ნუგზარ ფოფხაძემ ჩემი ინტერვიუ, რომელიც ირაკლი კოდუას სისხლიან წარსულს ეხებოდა, დაბლოკა!"


როგორც მორიგე რედაქტორმა,  თავი ვალდებულად ჩავთვალე,  „ბრალდებას"  ჯეროვნად გავცნობოდი...  როგორც აღმოჩნდა,  მასალა, რომლის სათაური-  „ქეთევან ზარნაძე: დეპუტატ ვალერი გელაშვილის უმოწყალოდ ცემა, კოდუას დავალებით მოხდა" გაზეთ „ასავალ-დასავალის"  ინტერვიუდან  პრეს-დაიჯესტის სახით „გაუნიუსებია" „რეპორტიორის"ჟურნალისტს, თეო ტაბატაძეს, ჯერ კიდევ  2014 წლის 14  სექტემბრით თარიღდება.

 

მკითხველს აღნიშნული მასალის ინტერნეტ- ლინკსაც ვთავაზობთ:




http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=38424&lang=1



აქვე ქალბატონ  ზარნაძესაც  მივმართავ:  ვიდრე საინფორმაციო სააგენტოს წინააღმდეგ ვრცელ სტატიებს „გამოაცხობთ"  და ბრალს რაღაც აბსურდში დასდებთ, ჯერ თქვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გადაამოწმეთ!


სხვათაშორის, არც თქვენ არ მოგიმართავთ არასდროს წერილის გამოქვეყნების თხოვნით!!!


სინდისთანაც  რომ არ იყოთ მწყრალად, ხშირად ასეთ „ინციდენტებს" ბოდიშის მოხდაც არ შველის, ამიტომ, გახსოვდეთ- „ვიდრე სხვას ტალახს ესვრით, დაფიქრდით... შეიძლება ააცდინოთ  და ხელი დასვრილი დაგრჩეთ..."


 P.S. ერთი ალოგიკური პასაჟიც გაეპარა ქალბატონ ზარნაძეს. თურმე, ნუგზარ ფოფხაძემ ერთ-ერთ გაზეთში მისი ინტერვიუს გამოქვეყნება დაბლოკა, ხოლო „რეპორტიორის" საიტზე, რომლის დამფუძნებელიც გიორგი მამაცაშვილთან ერთად თავად ნუგზარ ფოფხაძეცაა, კოდუას მამხილებელი არაერთი  წერილი თუ პუბლიკაციაა გამოქვეყნებული!


გვაოცებთ, ქალბატონო ზარნაძე! Smile



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016