reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: პროკურატურაში სააკაშვილის მიმართ საკმაოდ მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:09
სამართალი
ირაკლი შოთაძე: პროკურატურაში სააკაშვილის მიმართ საკმაოდ მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეა
ავტორი:
27 ნოემბერი, 2015. 11:37


პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის წინაშე წარსდგა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მას დეპუტატებმა ჰკითხეს, თუ რა ეტაპზეა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეების წარმოება:


„ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს 4 ბრალი აქვს წაყენებული. პირველია „SDS"-ის ხარჯების გაფლანგვა, გირგვლიანის მკვლელების უკანონო შეწყალების ფაქტზე უფლებამოსილების გადამეტების კუთხით მიმდინარეობს ძიება, ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორების მუხლით და ბრალდებულია ასევე 7 ნოემბრის საქმეზე, სადაც მას ბრალი ედება მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლაში, თავდაცვის სამინისტროს ძალების უკანონო გამოყენებაში, ასევე ტელევიზია „იმედში" სპეცრაზმის შეყვანაზე, მაუწყებლობის გათიშვაზე, ქონების განადგურებაზე. შემდგომ კი ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონებრივი აქტივების წართმევაზე. საკმაოდ მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეა. ყველა ეს საქმე სასამართლოშია და მიმდინარეობს არსებითი განხილვები.

 

ადეიშვილი და კეზერაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად არიან ბრალდებულები. ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია „ქართუს" გაკოტრების საქმეში, რომელზეც მიმდინარეობს პროცესი, ბრალდებულია სასჯელაღსრულების თანამშრომლების წამების წაქეზებაზე.

 

დავით კეზერაშვილი ბრალდებულია თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, რაც გულისხმობს უცხოურ კომპანიასთან გაფორმებულ ფიქტიურ ხელშეკრულებას თავდაცვის დანაყოფების სწავლებასთან დაკავშირებით, რაც რეალურად არ მომხდარა და მიითვისეს თანხები.  5 მილიონ ევროზე მეტი. კეზერაშვილი ასევე ბრალდებულია ნიჟარაძის აქტივების იძულებით დათმობის ფაქტზე", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016