reportiori.ge - ვახტანგ ძაბირაძე: გაგვიმართლა, რომ ახლა სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:06
პრეს-დაიჯესტი
ვახტანგ ძაბირაძე: გაგვიმართლა, რომ ახლა სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 11:42


„თუ რუსეთსა და თურქეთს შორის საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივა, როგორც აფხაზეთში, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთი დაიწყებს სამხედრო შენაერთების გაძლიერებას", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირის პალიტრას" განუცხადა.


პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, სომხეთის გიუმრის ბაზაზე ახალი სამხედრო ტექნიკის შეტანა საქარველოს გავლითაც სცადონ, რაც ძაბირაძის აზრით, საქართველოს მნიშვნელოვნად გაურთულებს ურთიერთობას თურქეთთან და აზერბაიჯანთან.


„კიდევ არაერთი საფრთხის ნიშანი ჩანს, რისი ანალიზი და პრევენცია ხელისუფლების საქმეა. ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ფრთხილი როგორც მოქმედების, ასევე საჯარო გამოსვლებისას. ძირითადი ყურადღება უნდა გამახვილდეს კულუარულ დიპლომატიაზე. უნდა ვიმუშაოთ ყველა ჩვენს მეზობელსა და პარტნიორთან. დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს მეტი, ვიდრე აქამდე მუშაობდა. რაღა დაგიმალოთ და ვფიქრობ, გაგვიმართლა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ, შესაძლოა, პირდაპირ ლომის ხახაში ამოგვეყო თავი... უნდა იქნას გაანალიზებული ყველა საფრთხე, პროცესების განვითარების ყველა ვარიანტი - ყველაზე უტოპიურიც კი..." - განაცხადა ძაბირაძემ.

 

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016