„შესაძლოა, ბურჭულაძის გვერდით „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ისეთი ლიდერი ვიხილოთ, ვინც ამ პოლიტიკური ძალის 9-წლიანი მმართველობის დროს არ გასვრილა", - აღნიშნული განცხადება „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ვახტანგ ძაბირაძემ გააკეთა. თუმცა პოლიტოლოგი ამბობს, რომ თავად პარტიასთან პაატა ბურჭულაძის თანამშრომლობა გამორიცხულია.
ძაბირაძის თქმით, იმ გუნდის მიხედვით, რომელიც პაატა ბურჭულაძემ შემოიკრიბა, პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბების შემთხვევაში, ეს იქნება პროდასავლური ორიენტაციის პარტია.
„იმედია, პაატა ბურჭულაძე არ მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა მხოლოდ მისი პოპულარობის ხარჯზე გავა ფონს და არჩევნებში წარმატებას მიაღწევს. მათ თუ ბარიერის გადალახვა სურთ, აუცილებლად უნდა ეძებონ პარტნიორები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება იყოს „ქართული ოცნებაც". თუ ოპოზიციურ ფლანგზე გადაწყეტენ მოღვაწეობას, მაშინ ყველაზე ოპტიმალური ბურჭულაძე-ალასანიას ალიანსი მგონია. გამორიცხულია პაატა ბურჭულაძისა და „ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა", - განაცხადა ძაბირაძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)