reportiori.ge - პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის რიგით 21-ე კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:30
მსოფლიო
პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის რიგით 21-ე კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 14:01


პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის რიგით 21-ე კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციას 150-მდე ქვეყნის ლიდერი და დელეგატი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ პუტინი ესწრებიან.



ღონისძიების მთავარი მიზანი - კლიმატის დაცვის შესახებ ახალი შეთანხმების მიღებაა, რომელიც 2020 წელს კიოტოს პროტოკოლს ჩაანაცვლებს.



ახალი შეთანხმების თანხმად, მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ვალდებული გახდება, გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში ჩაერთოს. კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული, განვითარებადი ქვეყნებისთვის კი, ფინანსური დახმარებაა გათვალისწინებული.



კონფერენცია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე იმართება. სამიტის მონაწილეთა უსაფრთხოებას 3 000-მდე პოლიციელი უზრუნვლყოფს. გაერო-ს კონფერენცია პარიზის სიახლოვეს მდებარე ლე-ბურჟეში მიმდინარეობს.



საფრანგეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო, აკრძალულია კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა სახის საჯარო შეკრებების გამართვა.



საერთაშორისო დონის ღონისძიებას 40 000-მდე ადამიანი ესწრება, კონფერენციას 3 000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016