პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თავდაცვის მინისტრს მოუწოდებს, თავი შეიკავოს განცხადებების გაკეთების დროს. მისი თქმით, თინა ხიდაშელის ზოგიერთი განცხადება საქართველოს ევროპასა და NATO-სთან აშორებს.
„გამოდის და იძახის, ამერიკა და ევროპა თუ ერთმანეთს შეეკვრნენ, რუსეთი არაფერიაო. ეს იმას ჰგავს, შეკითხვა რომ დავსვათ: რა უნდა ჰქონოდა ბებიას, ბაბუა რომ ყოფილიყო?.. დეკემბერში იმართება მინისტერიალი, მაისში - NATO-ს სამიტი. ვინმეს ჰგონია, რომ მისი განცხადებები მოეწონებათ. ხიდაშელს თუ ჰგონია, ევროპაში ყველა რუსეთის მტერია, ძალიან ცდება. ხიდაშელის ასეთი გაცხადებები ევროპასთან და NATO-სთან გვაშორებს. იქ იტყვიან, ჯერ საქართველო არ მიგვიღია, ასეთი აგრესიულია, რომ მივიღებთ, მერე რაღას იზამსო? ჩვენ რომ NATO-ში მიგვიღონ, შეიძლება, მთელი მსოფლიო შარში გავხვიოთ, ან აფხაზეთში შევიჭრებით, ან ცხინვალში. რასაც ევროპელები საყვედურობდნენ მიშას, დღეს იმავეს აკეთებს ხიდაშელი", - განაცხადა ცინცაძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)