reportiori.ge - თურქეთი ბოდიშის მოხდას არ აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:36
მსოფლიო
თურქეთი ბოდიშის მოხდას არ აპირებს
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 16:08


INTERFAX.RU-ს ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ აპირებს, ბოდიში მოიხადოს „სუ-24"-ის ჩამოგდების გამო.


„თურქეთის მხრიდან არც პრემიერ-მინისტრი, არც პრეზიდენტი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ბოდიშს არ მოიხდის თავისი ვალდებულების შესრულების გამო", -განაცხადა დავუთოღლუმ NATO-ს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში.


„ჩვენი საჰაერო სივრცის, სახმელეთო საზღვრების დაცვა ჩვენი ხელისუფლების არამარტო უფლება, არამედ მოვალეობაა",- აღნიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.


ამავე დროს, დავუთოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ.


„იმედი გვაქვს, რუსეთი გადახედავს თავის რეაქციას და ამ ზომებს. ასეთი ზომების გატარება რამ ორივე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება",- განაცხადა დავუთოღლუმ პრესკონფერენციაზე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016