reportiori.ge - გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმეზე საზოგადოება სულ მალე ძალიან სერიოზულ სიახლეს გაიგებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:47
პრეს-დაიჯესტი
გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმეზე საზოგადოება სულ მალე ძალიან სერიოზულ სიახლეს გაიგებს
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 16:19


გასულ კვირას ზურაბ ჟვანიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი უნდა გამართულიყო, ხოლო საქალაქოში - პროკურორების როსტომ ლაზარიასა და მამუკა გვარამიასი, მაგრამ ორივე პროცესი გადაიდო. ამ ფაქტზე „ასავალ-დასავალს" ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ესაუბრა და განაცხადა, რომ აინტერესებს, რატომ იწელება ზურაბ ჟვანიას სასამართლო პროცესები.


აქვე გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეზე ახლო მომავალში პროკურატურა განცხადებას გააკეთებს და საზოგადოებისთვის სერიოზული სიახლე გახდება ცნობილი.

 

„არ ვიცი, ზურას საქმეზე სასამართლო პროცესები რატომ იწელება. ამასთან დაკავშირებით ოჯახსაც გვაქვს შეკითხვა - რატომ იწელება ეს პროცესები? ამაზე კომენტარი სასამართლომ უნდა გააკეთოს.

 

ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ახლო მომავალში - ახალ წლამდე, პროკურატურა განცხადებას გააკეთებს, საზოგადოება სულ მალე ძალიან სერიოზულ სიახლეს გაიგებს", - აცხადებს გოგლა ჟვანია.





წყარო:   „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016