reportiori.ge - იენს სტოლტენბერგი: NATO სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:57
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: NATO სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე
ავტორი:
30 ნოემბერი, 2015. 17:00


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმე დავუთოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე.



სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს ყველა ქვეყანა შეშფოთებულია რეგიონში რუსული სამხედრო პოტენციალის გაზრდით, ამასთანავე, ალიანსი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას, მოსკოვთან კონტაქტი დაამყაროს.



თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარა არავის წინაშე ბოდიშის მოხდას არ აპირებს.



ჩვენი საჰაერო სივრცის, სახმელეთო საზღვრის დაცვა - არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ჩვენი მოვალეობაა. ამისთვის ბოდიშს არავინ მოიხდის", - განაცხადა დავუთოღლუმ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016