reportiori.ge - სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015“ გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:32
კულტურა
სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015“ გაიხსნა
30 ნოემბერი, 2015. 18:03


დღეს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" გაიხსნა. წლევანდელ ფესტივალზე პირველი წარსდგა კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის „ღვინის თეატრი", რომელმაც  ანტონ ჩეხოვის მოთხრობის „ნერვების" მიხედვით სპექტაკლი წარადგინა.



„ნიღაბი" არის ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს წარადგენენ.



ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.



ტრადიციულად, ფესტივალ „ნიღაბის" მასპინძელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი (მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 29, III სასწავლო კორპუსი, III სართული)



2015 წელს ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: გოგი თოდაძე (რეჟისორი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე), ჯემალ ღაღანიძე (მსახიობი), კახა მიქიაშვილი (მსახიობი), თამუნა ნიკოლაძე (მსახიობი), ლელა მებურიშვილი (მსახიობი).



ფესტივალი 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. მონაწილე უნივერსიტეტები და პროგრამა ასეთია:

30 ნოემბერი 16:00 საათი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

1 დეკემბერი 16:00 საათი - ქუთაისის ქელბაქიანის სახელობის უნივერსიტეტი;

2 დეკემბერი 16:00 საათი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

3 დეკემბერი 16:00 საათი - აზიური გუნდი;

4 დეკემბერი 16:00 საათი - საქართველოს უნივერსიტეტი;

5 დეკემბერი 16:00 საათი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;

6 დეკემბერი 16:00 საათი - თურქეთის სტუდენტური დასი;

7 დეკემბერი 16:30 საათი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

8 დეკემბერი 16:00 საათი - ლატვიის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი;

9 დეკემბერი 16:00 საათი - ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.



10 დეკემბერს კი „თიბისი გალერეაში" ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებულები 10 საუკეთესო ნომინაციაში გამოვლინდებიან. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016