მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭარდარკში ნონა გაფრინდაშვილი „ასავალ- დასავალთან" ხელისულების შესახებ საუბრობს. გაფრინდაშვილის თქმით, მთავარი მონაპოვარი ამ ხელისუფლებისა არის ის, რომ ქვეყანაში თავისუფლება იგრძნობა, თუმცა პიარის მხრივ ბევრი პრობლემის აღმოჩენა შეიძლება.
„საპრეზიდენტო არჩევნების მერე წამოვედი ამ სფეროდან და მას შემდეგ პოლიტიკაზე მართლაც არ მილაპარაკია. რასაც ვფიქრობ, დასაწყისში გითხარით - დღევანდელი ხელისუფლება რომ პიარს სათანადოდ იყენებდეს, საზოგადოებაში სულ სხვა განწყობა იქნებოდა. იმ უმძიმეს სიტუაციაში, რომელიც მათ დახვდათ, შესაძლებელზე მეტი გააკეთეს, ხალხმა კი ამაზე არაფერი იცის. სააკაშვილი ერთსა და იმავე ობიექტს რამდენჯერმე ხსნიდა. მეტიც, ჯერ საერთოდ არდაწყებულ ობიექტზეც კი წითელ ლენტს ჭრიდა და ამათ რა სჭირთ, არ ვიცი. ამასწინათ სტუმრები მყავდა ზუგდიდიდან. ცხადია, პოლიტიკაზე საუბარს და კამათს ვერ ავცდით. რომ ჩამოვთვალე, რა გააკეთა და კიდევ რის გაკეთებას აპირებს დღევანდელი ხელისუფლება, ყველა გაჩუმდა, ვეღარავინ შემეკამათა. ხალხს ინფორმაცია არ აქვს, რეალურად რა ხდება."- აღნიშნავს გაფრინდაშვილი.