„ყველაფრის თავი და თავი სააკაშვილია, ეს მკვლელობა მისი ხელმძღვანელობითა და მასთან შეთანხმებით განხორციელდა, მისი გეგმით იმუშავეს", - ამის შესახებ რაულ უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი „ასავალ-დასავალს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ „სწორედ სააკაშვილს აწყობდა ზურაბ ჟვანიას მოშორება და არა - სხვებს".
„როცა ჟვანიაზე კითხვებს უსვამდნენ, იბნეოდა და ნერვიულობას იწყებდა, ისევე,როგორც ვანო მერაბიშვილი. მახსოვს, როცა ინგა გრიგოლიამ ჰკითხა - თქვენი აზრით, ეს მკვლელობა იყო თუ გაზით გაგუდვაო, მერაბიშვილი დაიბნა, ორი-სამი წუთი ხმა ვერ ამოიღო, მერე ძლივს ამოღერღა, გაზით გაგუდვა იყოო. დაცვის წევრებმა სააკაშვილს რომ დაურეკეს, ჟვანია უხერხულ სიტუაციაში ვნახეთო, იმან ჩვეულებრივად უპასუხა, ამ ყველაფერს ვანო მიხედავსო. ესე იგი, მკვლელობის შემდეგ ყველა სცენარი მერაბიშვილმა დადგა", - განაცხადა უსუპოვმა.
წყარო: „ასავალ-დასავალი"