თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარიზში, კლიმატურ ცვლილებების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მზად არის პოსტი დატოვოს თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან ყიდულობს.
„თუ ეს დამტკიცდა, მაშინ ჩვენი ეროვნული სიამაყე მოითხოვს, რომ გადავდგე", - განაცხადა ერდოღანმა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსულ მხარეს აქვს მტკიცებულები „ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებადი ტერიტორიებიდან თურქეთში კონტრაბანდული ნავთობის მიწოდების შესახებ.
„დამატებითი მონაცემები მივიღეთ, რომელიც ადასტურებს, რომ სამწუხაროდ „ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ნავთობის უზარმაზარი მოცულობა თურქეთს მიეწოდება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა პარიზში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.