reportiori.ge - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთმა, სოროსის დაფუძნებული ფონდები არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:13
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთმა, სოროსის დაფუძნებული ფონდები არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ავტორი:
01 დეკემბერი, 2015. 11:41



აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადებაში, ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთმა, ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ფონდი ღია საზოგადოება" და ინსტიტუტი ღია საზოგადოება ხელშეწყობის ფონდი" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.



დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება „კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას რუსეთში, რომელიც რუსი ხალხის კეთილდღეობისკენაა მიმართული".



მარკ ტონერის მოსაზრებით, ეს ქმედება კიდევ ერთი მაგალითია, რომ რუსეთის ხელისუფლება შეგნებულად ცდილობს მოსახლეობის იზოლირებას დანარჩენი სამყაროსგან.



განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ რუსეთში იზრდება შეზღუდვები დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, უმცირესობათა ჯგუფების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ.



ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს აზრის თავისუფლებას, მშვიდობიან შეკრებებსა და გაერთიანებებს, ასევე კანონის უზენაესობას", - ნათქვამია განცხადებაში.



რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ფონდი „ღია საზოგადოება" და ინსტიტუტი „ღია საზოგადოება ხელშეწყობის ფონდი" არასასურველ ორგანიზაციებად გუშინ სცნო. უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფონდების საქმიანობა „რუსეთის საკონსტიტუციო წყობასა და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს".




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016