reportiori.ge - მამუკა არეშიძე: ისე არ გამოვიდეს, რომ ამ დიდმა ქვეყნებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ და ჩვენ ხახამშრალი დავრჩეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:29
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: ისე არ გამოვიდეს, რომ ამ დიდმა ქვეყნებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ და ჩვენ ხახამშრალი დავრჩეთ
ავტორი:
01 დეკემბერი, 2015. 15:51


„რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების ფონზე საქართველომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს", - აცხადებს მამუკა არეშიძე. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს დაკვირვების რეჟიმში, ძალიან ზოგადი და ფრთხილი.


„ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც არის აზერბაიჯანი, უაღრესად თავშკავებული იქნება. მაინცდამაინც არც NATO-ს წევრი ქვეყნების აქტიურობა შეიმჩნევა. ჩვენს ძლიერ სივრცეში, როდესაც 2 ძლიერი ქვეყანა ერთმანეთს არის დაპირისპირებული, ეს აუცილებლად შეგვეხება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ ყველაფერი ჩაიფარცხა და შემოიფარგლა მხოლოდ თვითმფრინავის ჩამოგდებით და რუსეთის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის დაბომბვით, მაშინ არაფერი არ შეგვეხება. მაგრამ თუ ესკალაცია და სამხედრო დაპირისპირება მოხდა და რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში აქტივობა მოინდომა, ამ შემთხვევაში რაღაც პოზიცია უნდა დაიკავოთ. თურქეთის მიერ უკანდახევის ნიშნებიც უკვე არის. მან განაცხადა, არ ვიცოდი, რომელ ქვეყნის თვითმფრინავი იყოო. თურქეთს ასევე არ მოუხდენია განსაკუთრებული რეაგირება ჰუმანიტარული ტვირთის დაბომბვაზე. ისე არ გამოვიდეს, რომ ამ დიდმა ქვეყნებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ და ჩვენ ხახამშრალი დავრჩეთ", - განაცხადა არეშიძემ.

 

 

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016