„ჩემთვის ცნობილია, რომ წლის ბოლომდე ჟვანიასა და უსუპოვის საქმის გადაკვალიფიცირება მოხდება", - ამის შესახებ „ასავალ-დასავალს" რაულ უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი ესაუბრა და აქვე განმარტა, რომ საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცემა.
„მოლოდინის რეჟიმში ვართ. ექსჰუმაციის საკითხი ისევ დღის წესრიგშია, მაგრამ თარიღზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. მთავარია, რომ საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიეცემა - გაზით გაგუდვა მკვლელობით შეიცვლება.
როცა საქმე სხვა მიმართულებით წავა, მათი დაპატიმრება რთული არ იქნება. ეჭვი აღარ არის, რომ ჩაჩუამ ტყუილები თქვა და დავალება შეასრულა (მაგას არავინ შეეკითხებოდა, რა ეთქვა). ასევე მოიქცნენ ხარშილაძე და ძაძამია. პროკურატურა ყველაფერს მალე გამოააშკარავებს, მანამდე კი ძაძამიასა და ხარშილაძის ქმედებებს ნაფიცმა მსაჯულებმა მისცეს შეფასება - ისინი დამნაშავეებად ცნეს და ამით ჟვანიას მკვლელობაზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი დააფიქსირეს", - განაცხადა იაშარ უსუპოვმა.
წყარო: „ასავალ-დასავალი"