მთავარი თემა
რეჟისორი გუგული მგელაძე გარდაიცვალა
01 დეკემბერი, 2015. 18:56
ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე 29 ნოემბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გუგული მგელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
გუგული მგელაძე 1928 წლის 12 მაისს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის სამსახიობო, 1962 წელს კი სარეჟისორო ფაკულტეტი. მიღებული აქვს დიპლომები საკავშირო კინოფესტივალებზე. იყო საქართველოს სახალხო არტისტი.
გუგული მგელაძე ავტორია ისეთი ცნობილი ფილმების, როგორიცაა: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში", „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", „ბურთი და მოედანი", „გაჭედილები (ენკი-ბენკი)", „ბაგრატიონი", „ძახილი", „როგორ ვიცხოვრო უშენოდ", „ცისკრის ზარები", „განთიადი", „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ"...
10 თებერვალი, 2016. 09:03
09 თებერვალი, 2016. 15:26
31 იანვარი, 2016. 03:18
21 იანვარი, 2016. 04:35
07 იანვარი, 2016. 04:05
28 დეკემბერი, 2015. 21:33
26 დეკემბერი, 2015. 05:34
22 დეკემბერი, 2015. 17:57
22 დეკემბერი, 2015. 03:31
22 დეკემბერი, 2015. 03:30
21 დეკემბერი, 2015. 00:28
17 დეკემბერი, 2015. 02:12
17 დეკემბერი, 2015. 02:12
15 დეკემბერი, 2015. 10:50
15 დეკემბერი, 2015. 10:47
08 დეკემბერი, 2015. 03:25
08 დეკემბერი, 2015. 03:17