საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის სოსო მანჯავიძის განცხადბით ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა საკრებულოს წევრის, რიმა ბერაძის უფლებები შელახა, რადგან მისი განცხადება დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს და რიმა ბერაძეს საზოგაოდებისთვის განმარტებების მიცემა სრულიად უმიზეზოდ მოუწია.
„ახლახან მორჩა გიორგი გაბუნიას გადაცემა... ჩემი თვალით ვუყურებდი ამ პროვოკაციის მსვლელობას. რამდენი ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში და ალანძღინეს რიმა ბერაძე იმისათვის, რაც მას სინამდვილეში არ უთქვამს. ელემენტარული მონტაჟით გამოიყვანეს ის, რაც წინასწარ დაგეგმეს.
რამდენი მავნებელი სიცრუე გაავრცელეს ამ ორ დღეში.
ამ ტელევიზიას მე ინფორმაციული შხამების ფაბრიკა დავარქვი. სამწუხაროდ, ამ შხამს მიჩვევის ეფექტი აქვს და ხალხი ამ ინფონარკოტიკზე ისეა „შემჯდარი", როგორც ნარკომანი წამალზე, ან მოთამაშე კაზინოზე.
სამწუხაროა, რომ ამას ბოლო არ უჩანს.
კიდევ ერთხელ განვმეორდები, საქართველოს არაფერი ეშველება, ვიდრე ამ ფორმით არსებობს "რუსთავი 2"-ი."- აღნიშნავს მანჯავ