reportiori.ge - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი - რევოლუცია მმართველობაში?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:51
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი - რევოლუცია მმართველობაში?!
14 ნოემბერი, 2013. 19:35

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიმართ პოლიტიკოსების აზრი ორად გაიყო. უმრავლესობა აღნიშნულ კოდექსს რევოლუციური, დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპს უწოდებს, თუმცა, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თვითმმართველობის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში რისკებს ხედავენ. „რეპორტიორი" შეეცადა გაერკვია რისკების ალბათობა და ამ კუთხით საზოგადოების ხედვასაც გაეცნო.

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის, მე-4 პუნქტისა და ევროპული ქარტიის შესაბამისად, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს. სახელმწიფო გარანტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესს, მათ უფლებამოსილებებს და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას.

 

პროექტის მიხედვით, იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად, არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები და მათ ბაზაზე მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე რისკებსაც ხედავს. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან სიჩქარემ  შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.


„თვითმმართველობის კანონის არსებული პროექტი ძალიან სერიოზულ რისკებს შეიცავს, რისი დანახვაც ძნელი არ უნდა იყოს, თუ კონკრეტულ ვითარებებს წარმოვიდგენთ. ხელისუფლების მხრიდან სიჩქარე და დაჩემება არ მოუხდება ამ საქმეს, რადგან სწორედ თვითმმართველობის კანონზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, რა ტიპის სახელმწიფო იქნება საქართველო",- აცხადებს მაღლაფერიძე.


იურისტი ვალერი გელბახიანი თვითმმართველობის პროექტთან დაკავშირებით, საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი. იგი პარლამენტს ურჩევს, განხილვამდე აღნიშნული პროექტი კარგად შეისწავლონ და საკომიტეტო მოსმენები მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს.

 

„შემოთავაზებულ კანონპროექტში ხალხის უშუალო მონაწილეობის ფორმა ამოღებულია, არის მხოლოდ ერთ - არჩევის ნაწილში, მაგრამ თავად მოსახლეობა როგორ მონაწილეობს ამ ხელისუფლებაში, ეს მომენტია გამორიცხული. კანონი გვექნება თვითმმართველობისა და რელურად, თვითმმართველობა არ იარსებებს. ამ რეფორმაში გვთავაზობენ გუბერნატორის ინტიტუტს. გუბერნატორის ინსტიტუტი დამახასიათებელია მხოლოდ ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოებისათვის, სადაც ტერიტორიულ ერთეულებად არის დაყოფილი ქვეყანა. საქართველო ჯერჯერობით არის უნიტარული მოწყობის ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს დაყოფილი ტერიტორიული ერთეულები. როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს და შემოგვაქვს უცხოური, ახალი ინსტიტუტი, მას უნდა ჰქონდეს ეკონომიკური, ან პოლიტიკური საფუძველი. არცერთი ასეთი ნიშანი არ ახლავს თან ამ ინსტიტუტის შემოღებას. ამიტომ ეს არის ბუტაფორია, ფორმალობა. არავითარი აუცილებლობა და მოთხოვნილება არ არსებობს ქვეყანაში, რომ იყოს გუბერნატორის ინსტიტუტი, მითუმეტეს, როდესაც საუბარია თვითმმართველობაზე. ამ რეფორმაში პოზიტივი ვერ დავინახე, ნეგატიური განწყობა მაქვს. საქართველოს პარლამენტს ვურჩევ, დაფიქრდეს, აღნიშნული პროქტი განხილვამდე გადაამუშავოს და შემდეგ დაიწყოს საკომიტეტო მოსმენები", - განაცხადა გელბახიანმა.


თითქმის იგივე პოზიციას იზიარებს „ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა. ლეიბორისტი „რეპორტიორთან" როგორც ყოველთვის ცალსახა პოზიციას იკავებს და აცხადებს, რომ სინამდვილეში თვითმმართველობის კოდექსი და ასეთი ტიპის მართვა ფიქციაა.


„თვითმმართველობის კოდექსის „შედევრი", რომელიც განსახილველად წარმოადგინეს, სიყალბეა. თვითმმართველობის დამოუკიდებლობას განსაზღვრავს დაფინანსების წყარო. თუ დაფინანსების წყარო ადგილობრივ თვითმმართველობას არ გააჩნია, ამ შემთხვევაში, ის მთლიანად დამოკიდებულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე და თვითმმართველობა გადაქცეულია ფიქციად. პრაქტიკულად, ამ თვითმმართველობის შესაბამისად, ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას, ადგილობრივ საწარმოს, ადგილობრივი მნიშვნელობის საავადმყოფოებს, სჭირდება ბიუჯეტი. გუბერნატორები თვითმმართველ ქალაქებში დანიშნული ჰყავთ სამინისტროებს და ცენტრალურ ხელისუფლებას. ასეთი თვითმმართველობები არის ფიქცია. მთავარია ასევე არჩევის პრინციპი, თუ ეს პრინციპი არ იქნება პარტიული, თუ არ იქნება უკან გამოწვევის მექანიზმი, ჩათვალეთ, რომ ხელისუფლება შეეცდება, როგორც ეს მოხდა დღევანდელი თბილისის საკრებულოში, როდესაც შეიცვალა მმართველობა და ყველგან „ოცნებისტები" მოგვევლინენ, ასე მოხდება მომავალ საკრებულოებში", - აცხადებს გუგავა.


არასაპარლამენტო ოპოზიციისგან და სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, უმრავლესობის წარმომადგენლებს საპირისპირო აზრი აქვთ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია რისკებზე საუბარს არასერიოზულად აფასებს. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს თვითმმართველობის კოდექსი ტრაფარეტულია, უბრალოდ, ოპონენტის პოზაა.

 

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ თვითმმართველობის კოდექსი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტებიდან. აღნიშნული სახის თვითმმართველობების ჩამოყალიებება მთავრობას გაუადვილებს საზოგადოებასთან ურთიერთობას. მოქალაქეები თავად შეძლებენ და ჩართულები იქნებიან საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული პროექტი დიდ რისკებს შეიცავს და ტრაფარეტულია, ვინც ეს განაცხადა, უმადური ადამიანია. ეს არის უბრალოდ, ჩვენი ოპონენტების პოზიცია, იმისათვის, რომ რაღაც დაიწუნონ. რას ნიშნავს ტრაფარეტულობა, როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებას ზერელე მიდგომა დააბრალო? კოდექსში სრულად არის გათვლილი და ჩამოყალიბებული ყველა პუნქტი, რაც საკანონმდებლო საფუძვლით გამყარდება. ასე, რომ საუბარი ტრაფარეტულობაზე ზედმეტია", - განაცხადა „რეპორტიორთან"  საუბრაში ზაზა გაბუნიამ. 

უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ოპონენტებთან საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის" ტოტალიტარულ მმართველობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ მართლაც რისკების მიუხედავად, აღნიშნული პროექტი რევოლუციური ცვლილებაა. სხვადასხვა ქალაქებში არჩევითი მმართველობის ჩამოყალიბების შედეგად, მოსახლეობის ჩართულობაც გაიზრდება.

„თვითმმართველობის კოდექსის შემოღება რევოლუციური ცვლილებაა. ფაქტობრივად, საქართველო იწყებს იმ  დემოკრატიული პრინციპით ცხოვრებას, რასაც ჰქვია არჩევნებით საკუთარი ხელისუფლების არჩევა. დაწყებული ქვეყნის ხელისუფლებიდან, დამთავრებული რეგიონებით. ადამიანები, განსაკუთრებით ამ არჩევნების შემდეგ, უკვე პირად პასუხისმგებლობას იგრძნობენ იმ მდგომარეობაზე, რომელიც კონკრეტულ რაიონებში შეიქმნება. ჯერ კანონპროექტი მზად არ არის, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი თავისი ქვეყნის ბატონ-პატრონად იგრძნობს თავს, როდესაც ეცოდინება, რომ მის მიერ დასახელებული ადამიანი მართავს მათ. მთავრობაა მათზე დამოკიდებული და მისთვის მუშაობს. ეს ძალიან სერიოზული წინსვლა იქნება ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე. რთულია, ბევრი საკითხები ახალია, მაგრამ როდესღაც უნდა დავიწყოთ და კარგია, რომ ეს ჩვენ პერიოდში მოხდა", - აცხადებს ვოლსკი, ოპონენტებს კი მოუწოდებს, რომ ნუ შეეცდებიან, უარყოფითი მხარეების უტრირებით პოლიტიკური ქულების ამაღლებას.


„თვითონ ამ მმართველობის პრინციპებში არავითარი რისკი არ დევს. რისკი შეიძლება იყოს ის, რომ ვთქვათ რამდენიმე დასახლებული სოფელი, დაბა რომელიც ერთ მუნიციპალიტეტში ერთიანდება, იყოს კონკურენცია, თუ სად იქნება ადმინისტრაციული შენობები და ა.შ. ან საზოგადოებაში კონკურენციის და ეჭვების საფუძველი წარმოიშვას. მაგრამ ურისკოდ არაფერი არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა" ამ რისკს ყოველთვის უფრო უტრირებას უკეთებს ცუდი მხრიდან, რაც მათთვის დამახასიათებელია. საერთოდ, ცხოვრების ყველა დეტალი რისკია, მარამ ეს არის გამართლებული რისკი და ის ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას წაადგება. „ნაციონალური მოძრაობისთვის" ტოტალიტარული მმართველობის სისტემის შემოღება ყველაფრის წამალია. თუმცა, ამ ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ და შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ", - ასე აფასებს გიორგი ვოლსკი  „რეპორტიორთან"  შექმნილ სიტუაციას.  


საზოგადოება აღნიშნულ პროექტს დადებითად აფასებს, თუმცა გარკვეულ დეტალებზე ვერ საუბრობს. „რეპორტიორი" შეეცადა რიგითი მოქალაქეების  აზრიც გაეგო. 


სტუდენტი მარიამ გაბრიჭიძე, რომელიც გორის მოქალაქეა, თვითმმართველობის პროექტს დადებითად აფასებს. 18 წლის მარიამის აზრით, აღნიშნული ტიპის მმართველობა ქალაქის განვითარებას დაეხმარება.


„დეტალებში გარკვეული არ ვარ, მაგრამ იდეის დონეზე მივესალმები ასეთ ცვლილებებს. ვფიქრობ, უფრო მოგვიწესრიგდება ინფრასტრუქტურა და ქალაქის იერსახე, როდესაც გადაწყვეტილებებს უშუალოდ გორელები მივიღებთ", - აცხადებს მარიამი.


თბილისის მკვიდრის, 53 წლის ქეთევან დიასამიძის აზრით, საყოფაცხოვრებო პირობები ქალაქებში, იქაურმა მოსახლეობამ უნდა მოაგვაროს. თუმცა, დეტალურად თვითმმართველობის პროექტზე ვერც ქალბატონი საუბრობს. 


„მიჭირს დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, დაფინანსების გაზრდა და თვითმმართველობის არსებობა ქალაქებში, ქვეყანას და მოსახლეობას სასიკეთოდ წაადგება", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში დიასამიძემ.

 

განსახვავებული აზრებისა და განხილვის მიუხედავად, ფაქტი ერთია. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ქალაქების რაოდენობა 5-დან 18-მდე გაიზრდება. მეორე დღეა გორელები ქუჩაშიც და სოციალურ ქსელებშიც ერთმანეთს ულოცავენ... 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016