reportiori.ge - NATO-მ ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ ახალი სტრატეგია მიიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:16
მსოფლიო
NATO-მ ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ ახალი სტრატეგია მიიღო
ავტორი:
02 დეკემბერი, 2015. 11:19


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ NATO-მ ე.წ. ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ ახალი სტრატეგია მიიღო.



სააგენტო „დოიჩე ველეს" ცნობით, ალიანსი ახალი სტრატეგიის განხორციელებისას, ქმედებებს ევროკავშირთან შეათანხმებს, რადგან ჰიბრიდული ომი შეიცავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ელემენტებს. ახალი სტრატეგიის დეტალები უცნობია. სტოლტენბერგის თქმით, ის ეფუძნება „მომზადებას, შეკავებასა და თავდაცვას".

ე.წ.ჰიბრიდული ომისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ, შესაძლოა, სწრაფი რეაგირების სპეციალური ძალებიც გამოიყენონ.


სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დაწყებამ უნდა აამოქმედოს NATO-ს წესდების მეხუთე სტატია, რომელიც აგრესიის შემთხვევაში კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს.



NATO-ში ჰიბრიდულ ომს უწოდებენ ტაქტიკას, რომლის დროს ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებები არ გამოიყენება. ჰიბრიდული ომი შეიცავს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ელემენტებს, ასევე ეკონომიკური ზეწოლისა და სპეცდანიშნულების ძალების ფარულ გამოყენებას.



დასავლეთმა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებაში არაერთხელ დაადანაშაულა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016