აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად დანიშვნას მიესალმება. „ძალიან გამიხარდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი მთავარ პროკურორად აირჩიეს!" - ამბობს ჯაველიძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. აკადემიკოსის თქმით, მართალია, ის პირადად იცნობს შოთაძეს, მაგრამ ყურადღებით ადევნებს თვალს მის საქმიანობას და დარწმუნებულია მის კეთილსინდისიერებაში.
„შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ნაცებს მის დანახვაზე პირდაპირ კრუნჩხვები ეწყებათ! დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი შოთაძის არჩევით ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუქცევადი გახდება!
და კიდევ განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებდი თვალს „ასავალ-დასავალის" მრავალთვიან ჟურნალისტურ გამოძიებას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე! ახლა პროკურატურამ უნდა აიღოს ეს ზღვა მასალა და საქმე ბოლომდე მიიყვანოს!
ბატონო მთავარო პროკურორო, დაასრულეთ „ასავალ-დასავალის" წამოწყებული საქმე და ქართველ ხალხს უთხარით, ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია!" - აცხადებს ჯაველიძე.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"