reportiori.ge - ზურაბ კიწმარიშვილი: ირაკლი შოთაძის ასეთი მზაობა, ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:14
პრეს-დაიჯესტი
ზურაბ კიწმარიშვილი: ირაკლი შოთაძის ასეთი მზაობა, ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს
ავტორი:
02 დეკემბერი, 2015. 12:22


მთავარმა პროკურორმა ეროსი კიწარიშვილის საქმის მასალების გასაჯაროება დააანონსა. გარდაცვლილის ოჯახს მოლოდინი აქვს, რომ ინფორმაციის გამოქვეყნება მათთან შეხვედრის შემდეგ შეთანხმებულად მოხდება. „ასეთი შეთანხმება გვაქვს. ჩვენ არ დაგვირღვევია ის და გვაქვს მოლიდინი, რომ არც ისინი დაარღვევენ", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა.



ამასთან, კიწმარიშვილს პროკურატურისგან ეროსის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის მოლოდინი არ აქვს.


„თუ ის გაასაჯაროებს გარკვეულ ფაქტებს, ალბათ, მათ გარშემო ვერსიებსაც მოაყოლებს. შესაბამისად, ჩვენც გვექნება პოზიცია. ზოგადად, კარგია, თუ გამოძიება მიუახლოვდა ამ ეტაპს, როდესაც თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას მოახსენოს ვითარება და კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროოს. სჯობდა, ეს ადრე მომხდარიყო. დაველოდოთ, ეს ახალ წლამდე მოხდებაო, თქვა ბატონმა ირაკლიმ. ვნახოთ, აქამდე სამთვიანი პაუზა გვქონდა გამოძიებასთან ურთიერთობაში, მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა. ბოლო შეხვედრის დროს ვითხოვდით, მოეცათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მათ შორის სატელეფონო ანძებზე, გვითხრეს, რომ არ იყვნენ საქმის კურსში, არ იციან, რა ხდება, აზრზე არ არიან, რა იქნება და როდის. იმის მერე კიდევ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა. გვეუბნებოდნენ, ვერ გხვდებით, რაღაც საქმეები გვაქვს, ახალი არაფერიაო. ასეთ რეჟიმში ვიყავით. ცოტა მოსაბეზრებელი გახდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, რაკი ახლა ირაკლი შოთაძისგან ასეთი მზაობაა, ეს ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს.

 

 

ზოგადად კი, პროკურატურისგან ეროსის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის მოლოდინი არ მაქვს. ჩვენს ხელთ არსებული მასალები, რაზე დაყრდნობითაც მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია, მათი მხრიდან იგნორირებულია. მაგალითად: თითის ანაბეჭდები იარაღის სასხლეტზე ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ იმ იარაღს ეროსის გარდაცვალების დროს ან ახლო პერიოდში ვიღაც უცხო ადამიანი შეეხო. ისინი კი ამბობენ, არავინ შეხებიაო, მაგრამ ეს ანაბეჭდები აქ როგორ აღმოჩნდა, არ ვიცითო. მე არ მაქვს ზუსტი მტკიცებულება მკვლელობისა, ისევე როგორც ის არ აქვს გამოძიებას თვითმკვლელობის მტკიცებისთვის", - განაცხადა კიწმარიშვილმა.

 

 

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016