reportiori.ge - სახლი, რომელიც თავის პატრონს ძალიან ჰგავს - სტუმრად ნანა შონიასთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:51
პრეს-დაიჯესტი
სახლი, რომელიც თავის პატრონს ძალიან ჰგავს - სტუმრად ნანა შონიასთან
ავტორი:
02 დეკემბერი, 2015. 14:17


ნანას ნათელ და ფერად სახლში ბევრი საინტერესო ნივთი აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთი კი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, მოხატული ფორტეპიანოა. ინსტრუმენტის მოხატვას თავისი ისტორია აქვს.


ნანა შონიას სახლი სულ ენატრება, სადაც არ უნდა იყოს - საზღვარგარეთ, სტუმრად, ახლოს თუ შორს... ამბობენ, რომ სახლი მას ჰგავს. ვინც მასთან სტუმრად პირველად მიდის, ყველა ეუბნება, რომ ნანას სახლი ზუსტად ასეთი წარმოედგინათ - საინტერესო და ლამაზი...

 



თავად გვიყვება, რომ საკუთარ თავს, ჩაცმის სტილს, გემოვნებას, მსგავსებას მეუღლის ნამუშევრებში ხშირად პოულობს. „შესაძლებელია, ჩემი გავლენაა და მასაც აქვს გავლენა ჩემზე. ერთნაირად ვაზროვნებთ და, შესაბამისად, ჩვენი სახლიც ამ ყველაფრის ჰარმონიული შედეგია", - გვიყვება ნანა.

 


 

 

მის სახლში აუცილებლად შეამჩნევთ სკივრებს. ჩვენს მასპინძელს ამ ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ამ სახლში ნამდვილად არის სკივრების კოლექცია. თუმცა ახლა ნანა დიდი, ძველებური სკივრის ძიებაშია. აი, ისეთის, „ბებიის სკივრს" რომ ეძახიან.

 



ნანას ნათელ და ფერად სახლში ბევრი საინტერესო ნივთი აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთი კი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, მოხატული ფორტეპიანოა. ინსტრუმენტის მოხატვას თავისი ისტორია აქვს. პიანინო შვილისთვის შეიძინეს, რომელსაც მეცადინეობა ხშირად ეზარებოდა. მეტი სტიმულისთვის მამამ ფორტეპიანო მოუხატა.

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: funtime, ნუცა ტრაპაიძე

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016