ნანას ნათელ და ფერად სახლში ბევრი საინტერესო ნივთი აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთი კი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, მოხატული ფორტეპიანოა. ინსტრუმენტის მოხატვას თავისი ისტორია აქვს.
ნანა შონიას სახლი სულ ენატრება, სადაც არ უნდა იყოს - საზღვარგარეთ, სტუმრად, ახლოს თუ შორს... ამბობენ, რომ სახლი მას ჰგავს. ვინც მასთან სტუმრად პირველად მიდის, ყველა ეუბნება, რომ ნანას სახლი ზუსტად ასეთი წარმოედგინათ - საინტერესო და ლამაზი...
თავად გვიყვება, რომ საკუთარ თავს, ჩაცმის სტილს, გემოვნებას, მსგავსებას მეუღლის ნამუშევრებში ხშირად პოულობს. „შესაძლებელია, ჩემი გავლენაა და მასაც აქვს გავლენა ჩემზე. ერთნაირად ვაზროვნებთ და, შესაბამისად, ჩვენი სახლიც ამ ყველაფრის ჰარმონიული შედეგია", - გვიყვება ნანა.
მის სახლში აუცილებლად შეამჩნევთ სკივრებს. ჩვენს მასპინძელს ამ ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ამ სახლში ნამდვილად არის სკივრების კოლექცია. თუმცა ახლა ნანა დიდი, ძველებური სკივრის ძიებაშია. აი, ისეთის, „ბებიის სკივრს" რომ ეძახიან.
ნანას ნათელ და ფერად სახლში ბევრი საინტერესო ნივთი აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთი კი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, მოხატული ფორტეპიანოა. ინსტრუმენტის მოხატვას თავისი ისტორია აქვს. პიანინო შვილისთვის შეიძინეს, რომელსაც მეცადინეობა ხშირად ეზარებოდა. მეტი სტიმულისთვის მამამ ფორტეპიანო მოუხატა.
წყარო: funtime, ნუცა ტრაპაიძე