„ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეს კვალიფიკაცია შეეცვლება და გამოძიება მკვლელობით მუხლით გაგრძელდება", - ამის შესახებ გარდაცვლილის მამა იაშარ უსუპოვი აცხადებს. მისი თქმით, გამოძიება ახლაც გრძელდება და ახალ წლამდე მნიშვნელოვან ცვლილებებია მოსალოდნელი.
რა მოლოდინი აქვს რაულ უსუპოვის ოჯახს? და რას ფიქრობს უსუპოვი ახალ მთავარ პროკურორზე - ამის შესახებ ის „პრაიმტაიმს" ესაუბრა:
„ჩვენ ვიცოდით, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იქნებოდა... ვიცოდით, რადგან სამთავრობო კანდიდატი იყო... ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება... ახალ წლამდე ისედაც ველოდებით სიახლეებს... ამის შესახებ ჯერ ვერ გეტყვით... მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი არ გაჩერებულა. მართალია, ბოლო სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მომხდარა, მაგრამ მაინც დადგა განაჩენი დაცვის წევრების მიმართ... ახლაც გრძელდება გამოძიება და ახალ წლამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს ველოდებით, რაც საქმეს 90 პროცენტით შეაბრუნებს..." - განაცხადა უსუპოვმა.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"