აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე პაატა ბურჭულაძის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„პაატა ბურჭულაძე არასოდეს გამოირჩეოდა პრინციპულობით! ძალიან კარგად მახსოვს ნარკოტიკებით გაბრუებულ სააკაშვილთან მისი მტლაშა-მტლუში მახათას მთაზე! ადამიანს, რომელსაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის 9-წლიანი ჯოჯოხეთისას ერთხელ არ ამოუკვნესია ქართველი ხალხის ცოდვის შემხედვარეს, რა ზნეობა და ნამუსი აქვს, ახლა „ქვენის გადამრჩენელად" რომ გვასაღებს თავს?!
ანდა, შეხედეთ, ვინ დაიყენა გვერდზე?! მიშა მაჭავარიანის ალი-კვალი და ძმა - ვანო მაჭავარიანი! ან ეს ხათუნა ლაგაზიძე ვინ არის, თვითონ რომ დაირქვა ექსპერტი და თითქოს, ჭკუით უსკდებოდეს თავი, ისეთი ბრძნული გამომეტყველებით აფრქვევს სისულელეებს?!
მოკლედ, პაატა ბურჭულაძის პარტია არის „ნაცმოძრაობის" ფილიალი და ძალიან მეცოდებიან ისინი, ვინც ამ შარლატანზე რაიმე იმედს ამყარებს!" - აცხადებს ჯაველიძე.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"