reportiori.ge - სააკაშვილის გუნდი უკრაინის ოპოზიციაში წასვლით იმუქრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:30
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილის გუნდი უკრაინის ოპოზიციაში წასვლით იმუქრება
ავტორი:
02 დეკემბერი, 2015. 16:42


რეფორმატორების გუნდს საქართველოდან ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც ხელისულების ყველა სტრუქტურა უკვე დაიქვემდებარა. მაგალითად, ოდესის მილიციას სათავეში საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უდგას. პროკურატურას ფორმალურად  დავით საყვარელიძე ხელმძღვანელობს, თუმცა დე-ფაქტოდ, მას მურთაზ ზოდელავა განაგებს, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორი გახლდათ.


30 ნოემბერს დეპუტატმა დიმიტრი გოლუბევმა - „ბლოკი პეტრე პოროშენკო" - მიხეილ სააკაშვილი გამომძალველობაში დაადანაშაულა.


„სააკაშვილმა ოდესაში დაიწყო რეკეტი. მსხვილი საწარმოები და ბიზნესმენები იღებენ წერილებს მისი მრჩევლისგან, თხოვნით, მაგალითად, მოძებნონ საშუალება და გაუწიონ საქველმოქმედო დახმარება 2, 5 მილიონი გრივნის ოდენობით", - განაცხადა დეპუტატმა ტელეკომპანია „112 უკრაინა"-ს ეთერში.


ბიზნესმენებს არ შეუძლიათ ამ თხოვნის იგნორირება - მათზე მაშინვე ხდება პროკურატურისა და მილიციის მხრიდან ზეწოლა, ეს კი არის ლორთქიფანიძისა და ზოდელავას ხალხი.


თითქოსდა სრულიად უცხო ქართველი ჩინოვნიკების დანიშვნას სხვადასხვა თანამდებობაზე აქვს სერიოზული პოლიტიკური მიზეზები. თუ არ ჩავთვლით იაცენიუკს, ქვეყანაში არის მხოლოდ ორი ძალა, რომელსაც რეალური წარმომადგენლობა ჰყავს ხელისუფლებაში - ეს არის პრეზიდენტის პარტია და სააკაშვილის გუნდი.


საინტერესოა, როგორ მოახერხა სააკაშვილმა ევაჭრა თავისთვის ვერტიკალზე ამდენი ადგილი, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ჰქონდა არავითარი დასაყრდენი. ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება სწორედ ზემოთ ნახსენებ მურთაზ ზოდელავასა და გიორგი ვაშაძეს შორის შემდგარ საუბარში ვეძებოთ. გიორგი ვაშაძეს, რომელიც ჯერ ისევ ქართველი დეპუტატია, სერიოზულად განიხილავდნენ უკრაინის იუსტიციის მინისტრის პოსტზე, თუმცა მაშინ სააკაშვილმა საკუთარი გუნდისთვის ერთდროულად ორი პოსტის მოპოვება ვერ შეძლო და პოროშენკომ მხოლოდ საყვარელიძე დანიშნა.


ვაშაძესთან საუბარში ზოდელავა ირწმუნება, რომ სააკაშვილი გეგმავს, დააშანტაჟოს პოროშენკო მისი ოპოზიციაში წასვლით.



 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016